ერთი თანაკურსელი მყავდა, რუსეთში იყო გაზრდილი. სპორტსმენი იყო, ათლეტური აღნაგობის – ტერმინატორს ვეძახდით. ქართული კარგად იცოდა, მაგრამ, ზოგჯერ მაინც იჭედებოდა.. აი, მაგალითად, ერთხელ ვუთხარი – ყურებზე ხახვი არ დამაჭრა-მეთქი და ამით მისი აზროვნების ნახევარი საათით პარალიზება მოვახდინე.. ვერ გაიგო რატომ უნდა დაეჭრა მას ჩემს ყურებზე ხახვი..
ერთხელ ვუთხარი – შენს ქორწილში საცრით ვზიდავ-მეთქი წყალს და ძალიან შეწუხდა – ეტყობა წარმომიდგინა, საცრით როგორ გავრბი-გამოვრბოდი მაგიდებს შორის. მოკლედ, ერთხელ, შესვენებაზე ჰოროსკოპის ნიშნებზე ჩამოვარდა სიტყვა. ჰოდა, არც აცია, არც აცხელა – მე ქალიშვილი ვარო – განაცხადა!
ეს ისე მოვყევი, ქალიშვილებზე მომაგონდა. მაშინ ძალიან ვიხალისეთ ამაზე.
სინამდვილეში საქმე არც ისე სახალისოდაა.
აი, მე მყავს მეგობარი, რომელიც ოცდაათს გადაცდა და ქალიშვილია (ნუ, სხვანაირად როგორ შეიძლება, წესიერი, პატიოსანი, რელიგიურიც) – რამოდენიმე წელია ხანგამოშვებით საშვილოსნოდან სისხლისდენა უტყდება და ეს კარგა ხანს უგრძელდება. აწუხებს მმ.. ბევრი რამ (თავს არ შეგაწყენთ იმ ყველაფრის ჩამოთვლით) – აი, ხვალაც ექიმთან მიდის. ბოლოს რომ იყო კონსულტაციაზე, ასე უთხრეს – ან სასწრაფოდ გათხოვდები (სხვანაირად როგორ ეთქვათ), ან ქირურგიული ჩარევა იქნება საჭიროო.
ეს ჩემი მეგობარი ერთ-ერთია მრავალწიცხოვან ქართველ ქალიშვილთა შორის, რომლებსაც სექსის არ ქონის გამო აწუხებთ ნერვოზი და სხვადასხვა ქალური დაავადებები.
გუშინ, მეორე ქალიშვილ მეგობარს შევაპარე – ბავშვი მაინც გააჩინე-მეთქი და კატეგორიული უარი მტკიცა. ვიცი, რომ აჯობებს გავაჩინო, მაგრამ არ შემიძლიაო.
ჩემი აზრით, ქალიშვილობის ინსტიტუტი რელიგიიდან იღებს სათავეს (იქნებ ვცდები კიდეც). ჩვენი რელიგია და თუ არ ვცდები მაჰმადიანობაც, ქადაგებს წყვილის უცილობელ უბიწობას ქორწინებამდე. მე ვიცნობდი ერთ ინდოელს, რომელსაც კალიმ მულაჰი ერქვა, 27 წლის იყო და და ჯერაც უბიწო იყო. ეს ადამიანი იცავდა იმას, რასაც მისი ტრადიცია და რელიგია კარნახობდა. ჩემი აზრით, არც მისი ჯანი იქნებოდა ამის გამო მთლად მრთელი. ერთი ჩემი ახლობელი, რომელიც 18 წლის იყო ხშირად უჩიოდა გულს და წნევებს. უბრალოდ, დროდადრო ცუდად ხდებოდა! ექიმმა გასინჯა და უთხრა – ბუჭუნი, ხარივით ჯანმრთელი ხარ, ცოლი გინდა – ცოლიოო! მართალია, ცოლი ამ ამბიდან თხუთმეტი წლის მერე მოიყვანა, მაგრამ, გული და წნევები ამ დროისთვის უკვე აღარ აწუხებდა.
გამოდის, ეს უბიწოება და უსექსობა გარკვეული ასაკის მერე არც ქალს რგებს და არც კაცს. და თუ კაცებმა თავს უშველეს, რატომ არის, რომ ჩვენთან, უბიწოება მხოლოდ ქალებს მოეთხოვებათ? რელიგიურად სიძვა და მრუშობა, ხომ ქალისთვისაც ისეთივე დიდი ცოდვაა, როგორიც მამაკაცისთვის (საქმე ის არის, რომ რელიგია და პავლე მოციქულმა რა თქვა, ბევრს მხოლოდ მაშინ ახსენდება, როცა თავად დასჭირდება!)?
და საერთოდ, რა ყრია ამ უბიწობაში? რას ვერ ელევიან ასე ქართველი მამაკაცები? დავიჯერო, მხოლოდ საქალწულე აპკს? თუ პირველი ღამის უფლებას? რასს, რაასს?
ცნობილია, რომ პირველ სექსზე ბევრი რამ არის დამოკიდებული როგორც ქალისთვის, ასე კაცისთვის. მეტ-ნაკლებად მტკივნეულია, ნერვული, სიამოვნებაც ნაკლებია. გარკევულწილად, სწორედ პირველ სექსზეა დამოკიდებული წყვილის მომავალი სექსუალური ცხოვრების წარმატება და საკუთარი ძალების რწმენა (როგორც ერთად, ასევე ცალ-ცალკე). მით უფრო, თუ მამაკაცი გამოცდილია, გამოუცდელ ქალთან მეტისმეტი სიფრთხილე და მოთმინება მართებს. ნუთუ ეს რთული პროცესი და დიდი პასუხისმგებლობა ხიბლავთ ქართველ მამაკაცებს?
ჰეჰეჰჰ, არამგონია..
რის შედეგად ვღებულობთ დომინანტ მამაკაცებს, რომლებსაც თავის შეკავება და შესაბამისად ქალისთვის სიამოვნების მინიჭება არ შეუძლიათ? გაშეშებულ, ფრიგიდულ ქალებს, რომლებსაც სექსი სულაც არ სიამოვნებთ, პირიქით, გრძნობენ ტკივილებს, ზიზღისგან ეწყებათ გულისრევა, ვერც პარტნიორს ანიჭებენ სიამოვნებას და აქტი მათ შორის გრძელდება მხოლოდ იმდენი ხანი, რამდენიც მამაკაცს სჭირდება სპერმის დათხევისთვის? ზედმეტია საუბარი ერთმანეთის სექსუალური ფანტაზიის დაკმაყოფილებაზე (ანდა, ეს რა საჭიროა, სექსის მიზანი, ხომ მხოლოდ და მხოლოდ შთამომავლობის გაგრძელებაა!), სხვადასხვა სექსუალურ სურვილებზე და ბოლოს, შთაბეჭდილებების გულახდილად გაცვლა-გამოცვლაზე.
დიდებულია!!!
ასეთი სექსუალური ურთიერთობა ოჯახში ასპროცენტიანი გარანტია ღრმა სიყვარულისა და სულიერი ჰარმონიისა!
კაცები, რომლებსაც უნდათ იგრძნონ, რომ სპერმიანი შპრიცები კი არა, მამაკაცები არიან, მიდიან მეძავებთან (ფული სექსის ნაცვლად), ან უბრალოდ ქალებთან (რომლებსაც ფული არ უნდათ, მაგრამ მაინც მეძავებად მოიხსენიებენ საქართველოში) რომლებსაც მართალია თავი არ სტკივათ გამუდმებით და ხშირად სულაც ფეხებზეც ჰკიდიათ ( კაცებს ამას ვერ დააჯერებ, მაგრამ მაინც) მათთან სექსი, მაგრამ, სამაგიეროდ კარგად შეუძლიათ მსახიობობა და ისეთი რამეების კეთებაც, რასაც არც ქართველი მამაკაცი აკადრებს ცოლს და არც პატიოსანი ცოლი იკადრებს, რაღათქმაუნდა!
არიან ქალები, რომლებთანაც დადიან მეძავი კაცები (საქართველოში ასეთი ქალებიც და მეძავი კაცებიც ძალიან ცოტაა), ან უბრალოდ საყვარლები ჰყავთ და ბოლოსდაბოლოს მაინც აკეთებენ იმას, რასაც არც ქართველი, პატიოსანი ცოლი იკადრებს და არც ნამდვილი, ვაჟკაცი მეუღლე აკადრებს მეუღლეს!
თუ ცოლი გებულობს, რომ ქმარი ღალატობს.. იწივლებს, იკივლებს, იშვიათად წყვეტს ურთიერთობას, ხშირად კი არც წყვეტს (ბავშვებს რჩენა ხომ უნდა? ბავშვებს მამა ხომ უნდა?).
თუ ქმარი გებულობს, რომ ცოლი ღალატობს — ხოცავს ცოლსაც და საყვარელსაც.. ან მხოლოდ ცოლს.. ან მხოლოდ საყვარელს.. ან მხოლოდ ცემა-ტყეპით შემოიფარგლება, ნათესავები და ახლობლები ქალს ვირტუალურ სახედარზე ვირტუალურად უკუღმა შემოსვამენ და მას მერე ხდება შუა თითით საჩვენებლი, საფურთხებელი, დედობის უღირსი, ბოზი, ჩათლახი და აშ… კაცი რა, მალევე მოიყვანს ცოლს და ცხოვრობს ”ტკბილად და ბედნიერად” (ანუ, ძველებურად).
მოკლედ, უბიწოებას დავუბრუნდეთ.
ჩემი აზრით საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ის, რაც ასე მნიშვნელოვანია ქალის ცოლად მოყვანისას (საქალწულე აპკი) მხოლოდ 200 ლარადაა შეფასებული. აქედან გამომდინარე, მათი გონებრივი შესაძლებლობებიც, ვინც ამ 200 ლარიან რაღაცას ასე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ჩემთვის პირადად 200 ლარზე მეტად არ ფასდება.
საქართველოს გარდა, მეეჭვება სადმე ასე პოპულარობით სარგებლობდეს საქალწულე აპკის აღდგენის ოპერაცია! საქართველოს გარდა სად ნახავთ გოგოებს, რომლებსაც იმდენი სექსი ჰქონიათ, რამდენიც გაგიხარდებათ! თუმცა ქალიშვილები მაინც არიან! ვოტ!
თუ სხვაგან მოზარდები ჩქარობენ თავიდან მოიცილონ ეს მტკივნეული პროცესი, საქართველოში ობოლი მარგალიტივით უფრთხილდებიან და თან ისე მაგრად უფრთხილდებიან, რომ ბევრს საფლავშიც მიაქვს!
მახსოვს, გოგონებში ერთ დროს პოპულარული ხუმრობა – თუ მოვკვდე, დამიტირეთ – იმის უნახავად წავიდაო! ან – ისე როგორ მოვკვდე, ის არ ვნახოო..
ამაზე გამახსენდა კიდევ ერთი ამბავი – მეგობრები ქობულეთში ვისვენებდით. მეორე ოთახში, რომლისგანაც მხოლოდ ხის თხელი კედლით ვიყავით გამოყოფილი სამი ორმოცს მიტანებული, ”გასათხოვარი” მასწავლებელი ქალი დაბინავდა. ერთხელაც, ერთი ჩემი მეგობარი შეუძლოდ იყო და პლაჟზე არ წამოვიდა – გამოვიძინებო. უკან დაბრუნებულებს გვითხრა – ეგონათ მარტო იყვნენ და გულახდილი საუბრები გააბესო.. ჰოდა, ერთს უნატრია – ნეტავი ვინმე გამაუპატიურებდესო! მეორეს უთქვამს – ეჰ, სადღა არიან ვაჟკაცები, ქალებს რომ აუპატიურებდნენო!
ისეთ ტრადიციას რა ვუთხარი და ისეთ მენტალიტეტს, რომელიც ადამიანს ასეთ რამეს ანატრებინებს! ისეთ პატიოსნებას რა ვუთხარი.. ანდა – სულაც, რა არის ეს ყბადაღებული ”პატიოსნება”?! პატიოსნებაა, იყო 40 წლის ქალწული და სექსზე ოცნებობდე? ან ნორმალური ქვია იმ ადამიანს, რომელიც ოცნებობს, ნეტავი ვინმე გამაუპატიურებდესო? თუ ის არის პატიოსნება – ქალების გაუპატიურება ვაჟკაცობა გეგონოს? ან ის, ვინმეს ჩანთა სთხლიშო თავში, თუ მანქანით სახლამდე მიცილება შემოგთავაზა და მერე, დალაქებთან ასეთი სისულელეები აფრქვიო?
მოკლედ, რა გამოდის, თუ გარკვეული ასაკის შემდეგ ადამიანს ბუნებრივად აქვს სექსის მოთხოვნილება, და ეს ისეთივე ბუნებრივი ამბავია, როგორ ის, რომ ბიჭს წვერები ამოსდის და გოგოს ძუძუები.. რა უნდა ვქნათ? 14 წლის ასაკში გავთხოვდეთ და ცოლები მოვიყვანოთ?
კარგი ბატონო.. მაგრამ, მერე 19 წლის ასაკში ისევ დავშორდეთ! ან არ დავშორდეთ და სიკვდილამდე ვიტანჯოთ, იმ უბრალოდ მიზეზის გამო, რომ 14 წლის ასაკში რაც ადამიანს უნდა და მოსწონს, ბუნებრივია 19-20 წლის ასაკში გულზე აღარ ეხატება. ღირებულებები 25 წლამდე ყველაზე სწრაფად გადაფასდება, გემოვნება და მსოფმხედველობა სისტემატურად იცვლება. ამას თან ერთვის სწავლა და კარიერაზე ზრუნვა (ანუ, თვითდამკვიდრება, საკუთარი ადგილის პოვნა საზოგადოებაში, თვითრეალიზაცია) რომელსაც დაოჯახებულები (უფრო ხშირად მხოლოდ სუსტი სქესის წარმომადგენლები) როგორ წესი ვერ (ან ხარისხიანად ვერ) ახერხებენ, რასაც შესაბამისად მოყვება ნერვული აშლილობა, დეპრესია და აშ…
თუ არც დავოჯახდით და არც ვისექსავეთ, მაშინ რა ჯანდაბა უნდა ვქნათ?
რატომ არ შეიძლება უბრალოდ ერთად ცხოვრება სუნიანი და ქოთიანი იარლიყების გარეშე?
თქვენ გაქვთ ამაზე პასუხი?
მაშ, გისმენთ.. :)
და მაინც, რა კარგია, რომ ამ დონემდე მაინც არ ვართ დაშტერებულები!
მდაჰ..
არადა, ოდესღაც ჩვენს ქვეყანაში ფალოსის კულტი ყველაზე ძლიერი იყო..
სამაგიეროდ, ახლა ვაგინის კულტი ყვავის
და მერე ქართველი ქალები გენდერულ უთანასწორობაზე წუწუნებენ..
საწუწუნო ბევრია. მაგრამ , მარტო წუწუნი საქმეს რომ შველიდეს…
ბრავო
რამდენი ფორუმის, ფბ სტატუსის თუ ბლოგის პოსტი ჩაატიე ამ ერთ პოსტში. რამდენი ადამიანის სათქმელი თქვი.
:) და რამდენი რამე დამრჩა სათქმელი?
მან, ესწამია ერთი ადამიანი მიხსნიდა, რატომ არის ქალიშვილობა ქართველი კაცისთვის ასე მნიშვნელოვანი და ვწუხვარ, რომ აქ არ დაწერა (მიტყდებაო), და ვერ ნახავთ რას ფიქრობს ტიპიური (თუმცა ტვითონ თვლის, რომ არატიპიურია) ქართველი ბიჭი..
და ამის მერე რაა? გოგოები ისევ ისე დაიწყებენ ქალიშვილი ვარო და ვერ მოგცემო , ამას დამატებული მამაო დამსჯისო , არადა ყველას მაინც ქონია სექსი ერთხელ მაინც, თავის ჭკუით პატიოსნები არიან :)
მე მომხრე ვარ სექსის შყვარებულ ადამიანებს შორის. რამდენი აგიჩუჩუნდება, იმდენი პარტნიორი გამოიცვალო, ჩემი აზრით ვერაა მთლად კაი საქმე :)
“ადამიანი არც მხეცია და არც ანგელოზი,უნდა უყვარდეს არა მხეცურად ან პლატონურად,არამედ ადამიანურად.”-ვ.ბელინსკი
და მაინც, ნება მიბოძეთ, მე ისევ შილერის პოზიციაზე დავრჩე… :)
sometimes i get too proud of you..
not that frequently though :P :P :P
so glad to hear that, have no words :D :P
:-)
“თუ არც დავოჯახდით და არც ვისექსავეთ, მაშინ რა ჯანდაბა უნდა ვქნათ?
რატომ არ შეიძლება უბრალოდ ერთად ცხოვრება სუნიანი და ქოთიანი იარლიყების გარეშე?
თქვენ გაქვთ ამაზე პასუხი?
მაშ, გისმენთ.. ”
ამაზე პასუხი არის ქართული საზოგადოება. მისი დოგმატურ სტერეოტიპული მიდგომები ნებისმიერი საკითხისადმი. შესაბამისად რაციონალიზმი = 0.
ამავე დროს სიყალბეში ცხოვრებას + სხვის სულში ხელის ფათური.
სანამ თითებს სხვებისკენ ვიშვერთ და ერთმანეთს კომპლექსების წუმპეებში გადასროლას არ შევეშვებით მანამდე არაფერი გვეშველება!
mentalurad ar aris eri mzad imistvis rom aseti nabiji gadadgas. da ak sakme marto “apkosan” kalebs ar exeba.
chventan fartodaa gamefebuli cru girebulebebi, vitom girebulebebi vitkodi.Roca xalxi kvelafers sxvis dasanaxad aketebs .Sanam amas ar movishorebt manam namdvilad ver ganvvitardebit.da am shmetxveavshi, kalebi irgvliv kalishvilebi iknebian tu atas oxrobaze gadanaxtomi arsebitad ar shecvlis mdgomareobas.
Amas cin samsaxurshi ragac dava chamovarda.Erti adamiani dzaan zedapirulad sheafases da metki eseti daskvnebi saidantko.magas ra unda davujero “piderastia” magis dedaco. Mokled vinc es tkva cota shegnebuli roja megona da shevecade amexsna rom homsexualoba arc ise didi nakli iko (tu saertod nakli aris) rogorc mas egona da naklebi gavlena akvs (tu saertod akv esec sakitxavia) adamianis msoflmxedvelobaze ufro globalur sakitxebshi (razec principshi midioda tavidanc dava.)
mokled, 10 curtis shemdeg davarcmune chemi “progresuli” mocinaagmdege rom demokratiul sazogadoebashi sexualur orintacias ar akvs aranairi gavlena imaze tu ras fikrobs xalxi adamaianze priofesionalur tvalsazrisit (magalitad parizis meric movishvelie), hoda am momentidan movindome rbilad gamevlo paraleli kartul koveldgiurobastan, roca chemma gacofebulma tanamosubrem damixetka.”mere shen ra ginda tkva rom sakartveloshic egeti demokratiaoo. magnair demokratiis dedac movaimaskenio”.
Xoda, ra mindoda metkva.aset xalxs gonia (da aseti xalxi bevria) rom martla atareben liberalur da demokratiul girebulebebs, paitosnad svamen sadgegrdzeloebs, aseve patiosnad agineben xan mishas xan opozicias, samagalito ojaxebs udgebian sataveshi da samagalito shvilebs zrdian.Da rogor ginda asetebs auxsna rom sheni shvili sanam gatxovdeba ***-is gemo unda gaigostko (pirdapiri da gadataniti mnishvnelobit)? ha?
vera da verafrit ver gaagebineb, ho da unda daanebo tavi,gackdebian tavistvis dinozavrebivit da mere sheidzleba chvenc gveshvelos.
ჩემი პოსტი რო წაიკითხა, ერთმა ადამიანმა მითხრა – შენ რა, ქადაგებ 13 წლის ასაკის ბავშვებმა სექსაობა დაიწყონო?!
მე არაფერსაც არ ვქადაგებ. მე ჩემი აზრი გამოვხატე, სულ ეს არის. მე თვითონ ვატარებ ამ საზოგადოების ყველა მანკიერებას. უბრალოდ, ვხედავ ამას და ვამბობ, რომ ცუდია და კარგი იქნება, თუ სხვა მაინც შეძლებს რაღაცის შეცვლას.
რაც შეეხება შენს თანამშრომელს და საზოგადოებას, რომელსაც ძააალიან მცდარი ღირებულებები აქვს, კიდეც ცხოვრობენ ისეთ დემოკრატიაში, როგორიც მოსწონთ და როგორიც დაიმსახურეს.
ჰო, დინოზავრებივით გადაშენდებიან, იმედია. :)
ამ ამბავში ისევ ქალებია არიან დამნაშავე, რადგან თითქმის ყველა თქვენთაგანი, ვინც ეხლა ამაზე მსჯელობთ, დედამთილის როლში ყოფნისას ე.წ. “ბოზ” რძალს სახლში არ შემოუშვებთ. და იშვიათია რომ კაცმა კაცს უთხრას ბოზი ცოლი გყავსო. ხოლო და, დედა, ბებია და ა.შ. კი შანსს ხელიდან არ გაუშვებს რომ არ წამოაძახოს.
ასე რომ, “ქალიშვილობის ინსტიტუტი” ისევ და ისევ ქალების “აშენებულია”.
ჩემი რჩევა ქართველ გოგოებს: გოგოებო რა ვქნათ რომ საქართველოში დავიბადეთ :( იჯიმავეთ და თუ საკუთარ ბედს აზიატ ქართველ მამაკაცს დაუკავშჳრებთ, იმის გამო რომ მთელი ცხოვერბა შეურაცხყოფები არ ითმინოთ ქმრისგან, გაიკერეთ :))))) მადლობა კუზანოვს რომ საქართველოში სექსი არსებობს :))))
:):)
მწარე სიმართლეა, მაგრამ მგონი ასე ჯობს. მერე გოგოებს აბრალებენ, რომ ტყუილით იწყებენ ცხოვრებასო. სიმართლე თუ უშველის, ამას რა ჯობს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული , რომ ამას ბევრი კაცი გაიგებს, თუ არადა მერე მთელი ცხოვრება უნდა აყვედრონ. კაცისთვის პირველობის შეგრძნება ისეთი მძაფრია, რომ არაფერს ერიდება, ტყუილით ცხოვრებასაც კი, რომლის მიზეზიც ისევ და ისევ მისი ამბიცია და შეუგნებლობაა
me piradad yvelaze didi problemad religia mimachnia.yvelaze optimaluri gadawyvetileba ki ai ra aris
1) tu xar religiuri(ar vgulisxmob imat vinc eklesiashi modis gamo dadian) shesabamisad naklebad fiqrob sex ze da sulieri fiqrebit xar dakavebuli- anu am kategoriis adaminebi qalishvilebi arian da mat araniar problemas (fsiqikurs tu sxva)ar uqmnit es ambavi
2) mxare -aralegigiuri xalxi romlebic itmenen -me piradad vurchev gadaabijon tradiciebs da a.sh -anu dakavdnen sexi-t
3) yvelaze didi problema ki qartveli mamakacebi- second-handi coli aravis unda ,
eh principshi gamosavali mainc ver vnaxe:( dro moitans albat
ჰაჰაა:)
ისე, შენ რა სულ ერთი ნაბიჯით წინ უსწრებ მოვლენებს, თხუნელას ამბისა არ იყოს :) როდინდელი პოსტია და ჩემს ფეისბუქ–მეგობრები მაინცდამაინც ახლა გააქტიურდნენ ამ თემის გარშემო… :)
ეჰ, თამარ, ამ პრობლემას რომ წინ გავუსწრო, სულ მცირე რამოდენიმე საუკუნის მაინც უნდა ვიყო :):)
RUSETSHI ROM AR WAVSULIKAVI AK ISEV VAJISHVILI DAVRCHEBODI .AKAURI GOGOEBIS SHEMXEDVARE MASHIN,GACNOBAZE MARTLA CHANTIT ROM MOIWEVDNEN CHASARTKMELAD.
ვაშა-დიდება, რუს დეიდებს!!! :) :)
:)))
yochag,dzalian momewona :)))) ramdeni statia wamikitxavs am temaze,magram es martla kargad iyo dawerili )))
zalatieee slavaa__))))))
მეგონა საქართველოში საერთოდ არ არსებობდნენ ბიჭები, როლებიც ესე ფიქრობდნენ… მარაგამ ყველაზე ღადაობა ისაა, გოგოები რომ ამბობენ, როგორ შეიძლება ქორწინებამდე სექსიო… ნეტა ყველა ქალიშვილი ისეთი ”წესიერი” იყოს, როგორიც ბევრი არაქალიშვილია.
ღმერთო, როგორ მინდა ამ ქვეყნიდან წავიდე და აღარასოდეს დავბრუნდე… მარტო ქალიშვილობა რომ იყოს ამ ტვინნაღრძობი ერის პრობლემა რაღა გვიჭირდა…
რეალობა იცით რა არის ხალხო? თითქმის ყველა ბიჭი, რომელიც ამ საკითხზე ზემოთ მოყვანილი სტატიის ავტორის მსგავსად მსჯელობს, ერთადერთი მიზანი ამოძრავებს, რაც შეიძლება მეტი სექსი ქონდეს. მერე კი იმ სულელი გოგონების კატეგორიას, რომლებსაც მათდა სამწუხაროდ ეს ყველაფერი სიმართლე გონიათ და თანხმდებიან, როგორც მეძავებს ისე ექცევიან.
ძალიან ბევრ სხვადასხვა ტიპაჟის მამაკაცებთან მაქვს მეგობრობის ბედნიერება და საბოლოოდ ყველა ერთ დასკვნამდე მიდის “ბევრ ქალიშვილ გოგოსთან უნდა მქონდეს სექსი, რადგანაც ეს დღეს უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს, ისინი უპრობლემოდ გათხოვდებიან, მაგრამ ჩემი ცოლი ქალიშვილი უნდა იყოს”.
სადღაც 14 წლის ვიყავი, როდესაც ავტობუსში სრულიად შემთვევით მოვისმინე როგორ შეურაცხყოფდა ბიჭი გოგოს, რომელიც ოდესღაც დაითანმა. იმდენად კარგი გაკვეთილი იყო ეს ჩემთვის რომ სამუდამოდ გადავწყვიტე გათხოვებამდე ქალიშვილად დარჩენა.
რა ნამუსით ადანაშაულებთ ქალებს ამის გამო, მაშინ როდესაც ყველა ქართველი მამაკაცი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად ესვრის ქვას არაქალიშვილ გაუთოვარ ქალს. 40 წლის ქალიშვილები იმიტომ კი არ არიან რომ კომპლექსები აწუებთ, არამედ იმიტომ რომ თუ სხვანაირად მოიქცევიან, ყოველგვარ პატივისცემას დაკარგავენ მამაკაცებისგან. ეს კი არცერთ ნორმალურ ქალს არ უნდა.
ქართველ ქალებს ნუ დასცინით და ნუ აბრალებთ ფრიგიდულობას, ისინი ასეთბად თქვენ თავად აქციეთ
100%-ით გეთანხმები, დარწმუნებული ვარ, რომ არცერთ ქალს არ სიამოვნებს როგორ უკერავენ… ცუდად გამომდის, მაგარმ კაცები 99% ზუსტად ერთნაირი ნაგავია :|
ვეთანხმები, მართლა ასეა… კაცებმა აქციეს ქალები ასეთებად და ახლა შედეგებს იმკიან.
au chemi azrebi amoukitxavs adamians!!! Zirs modzvelebuli klisheebi
[…] ეგრე არ დარჩეთ, გოო… ანუ, ცოტა რამ … – … ibzzz.wordpress.com/…/ეგრე-არ-დარჩეთ-გოო-ანუ-… – ქეშირებული […]
[…] ნათქვამი იმ პოსტში, ამიტომ ვტოვებ ლინკს. წაიკითხეთ და თვალი გაუსწორეთ […]
chven tu nagvebi vart qalebi menagveebi gamodixart?:)))))
სადმე ნახე რაიმე ამის მსგავსი რო ეწერა? მე ვერ ვიხსენებ… იქნებ ეს უბრალოდ თვითშეფასებაა? მაშინ, რა გაეწყობა..
აქ კომენტარებში რამდენიმე საღი აზრი წავიკითხე და დავაბოლოვებ რა: ზოგიერთს ნახმარი ტანსაცმელი არ უნდა და ნახმარი ქალი რა ჭირათ გინდათ მაგის დედაც ვატირე.
როცა შეყვარებული ხარ და თან ფიზიკური მოთხოვნილებებიც გაწუხებს მაგ მხრივ, შეიძლება ალერსით დაკმაყოფილება და რა საჭიროა მაინცადამაინც გირჭონ. მესმის ის შეხედულებაც რომ კაციც და ქალიც უბიწონი უნდა იყვნენო, ეს რელიგიური შეხედულებაა, მაგრამ მიუხედავად ჩემი რელიგიურობისა ამ აზრთან თვალის გასწორება მიჭირს, იმიტომ რომ ვაჟიშვილი მეუღლე პირველ ღამეს და არამარტო პირველ ღამეს მთელი იმ დროის განმავლობაში სანამ გამოცდილებას ბოლომდე არ მიიღებს, საშინელებაა. კაცი გამოცდილი უნდა იყოს რადგან ქალს არაფერი დაუშავოს პირველ ღამეს, მე ნორმალურად მოაზროვნე კაცებზე მაქვს საუბარი, რატომ უნდა მოიკლოს ქალმა ის სიამოვნება რასაც პირველი მამაკაცი ეწოდება სიცოცხლის ბოლომდე. არ მესმის… ან მამაკაცმა რატომ უნდა მოიკლოს ის სიამოვნება რასაც ეწოდება მხოლოდ მისი და მეტი არავისი, რატომ უნდა მოაკლო კაცს ის სიამოვნება რომ პირველი იყოს შენთვის, კაცების უმეტესობას სიამოვნებს როცა ქალისთვის პირველია და მითუმეტეს მისი მეუღლისთვის, მე არ ვამბობ რომ ყველა არაქალიშვილი ბოზია. მაგას არ ვამბობ, შეიძლება გოგომ თავის დროზე შეცდომა დაუშვა, სიყვარული რაღაც მომენტში ბრმაა, ან ძალადობა იხმარეს მასზე. ასეთ შემთხვევებზე არ ვსაუბრობ. როცა მართლა ეკლესიურად ცხოვრობ არ გაწუხებს აზრები რომ ვინმესთან აუცილებლად სექსი გქონდეს…შესაბამისად მართლაც არ გაწუხებს ნერვოზი და ფსიქოლოგიური დარღვევები, არც ჯანმრთელობის მხრივ უმეტეს შემთხვევაში. ასე რომ არაა აუცილებელი ყველა ქალი ერთ ტაფაზე მიახრაკოთ და ერთი ფანქრით დახატოთ, როცა გინდაა მააინცადამაინც მაშინ არაა აუცილებელი გააკეთო ცოტა უნდა მოითმინო, და მერე თუ მთლად ნერვოზი დაგემართა იქამდე არ უნდა მიიყვანო ამბავი, მაგას ჯობს იქამდე გააკეთო გასაკეთებელი. მაგრამ ყველა ერთნაირად არ ფიქრობს, როცა არ ფიქრობ და შენთვითონ არ იქმნი ფსიქოლოგიურად მდგომარეობას რო ეს აუცილებლად გინდა, მაშინ არც არანაირი პრობლემა არ იქმნება, როცა ადამიანი გიყვარს მასთან მცირედი ალერსიც რაღაც დონემდე დაგაკმაყოფილებს…მე ისეთ ალერსს არ ვიძახი ქალიშვილობის დაკარგვა რომ სჯობს. ვისაც გამოუცდია ნამდვილი სიყვარული მიხვდება რასაც ვგულისხმობ. ხოლო რაც შეეხება კაცებს, ნუ აყენებთ ქალები იმ მდგომარეობაში რომ ყველა ქალი ერთ ქვაბში მოგვხარშონ. შემდეგ კაცები ფიქრობენ რომ ყველა ქალს ერთი სული აქვს როგორმე ვინმემ ზედ გადაუაროს. რათქმაუნდა ყველა კაცი ასე არ ფიქრობს, მაგრამ ნორმალურად მოაზროვნე მამაკაცები შემდეგ ქალების მიმართ ისევე არიან განწყობილები როგორც ქალები დაანახვებენ საკუთარ პიროვნებას. ასე რომ ნურც ყველა კაცს მოხარშავთ ერთ ქვაბში და ნურც ყველა ქალს.
kai ramdenime welshi kuzanovi meyoleba sanaxavi exa wavedi eg xumrobit nu ar vici yvelas tavisi azri aqvs me ar minda s….
რა დოგმატოზური აზროვნება აქვს ზოგს:))) სხვისი ნახმარი ქალი თუ თქვენ არგინდათ მესხვისი ნახმარი კაცი არ მინდა ვოოტ!:დდ საერთოოდ თვითოონ ქალებიის ბრალია ეგ ყველაფერი ჩემი აზრით:))) არიან ქალიშვიილები სააქართველოში მაგრამ ისეთი რაღაცებიი აქვთ გაკეთებულიი ბევრ არაქალიშვილს არ დაესიზმრება :დდ მაგრამ აპკიი ხოო მთელი აქვთ?!:დდ თუ არაქვთ ეგეეც არაა პრობლემა კუზანოვიიი და მისიი ჯანი:დდ რამდენიი ქორწილიია მის სახელზეე და რამდენი ოჯახი შექმნილაა კუზანოვიის ხელით:დდ
უბრალოდ, კაცებს არ უნდათ გაიგონ. ხომ არის ზოგი გოგო, რომ შეცდა, არ გაუმართლა და რატომ უნდა მოსცხონ მის სახელს ჩირქი? ზოგი რომ ჰორმონებს ვერ იოკებს და იმის გამო დარბის კაცებში, ესეც იგივეა, რაც ის გოგო, რომელსაც ერთ ადამიანთან ქონდა კავშირი და მერე აღარ უცდია?
აი აბლოსიტურად გეთანხმები. რატომ ჰგონიათ მამაკაცებს რომ თვითონ აქვთ უფლება იხმარონ ყველა ქალი ქორწინებამდე და ვითომც არაფერი და ქალები აუცილებლად უმწიკვლონი უნდა იყვნენ.. კარგით რა..რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ.. ეკლესიშიც დავდივარ, ქართველიც ვარ მაგრამ ეს გაუთხოვარი ქალების ატანა აღარ არი, რომლებსაც აღარც ნერვები აქვთ და სწერვები არიან უკაცობისაგან !!!!!! გაუმარჯოს კუზანოვს!!!! ნამდვილმა ქართველმა კაცებმა სულ მადლობები უნდა უხადონ ცოლები რომ ქალწულები ჰყავდათ სულ მისი დამსახურებაა :) იმედია მალე ცოტა აზროვნება შეგვეცვლება. ცოტათი მაინც. იკს რომ 40 წლამდე გაუთხოვრები თუ დავრჩით კაცი მაინც გვყავდეს ნანახი :დ
“არც ქართველი, პატიოსანი ცოლი იკადრებს და არც ნამდვილი, ვაჟკაცი მეუღლე აკადრებს მეუღლეს!” – აი ეს არის ყველაზე დიდი მარაზმი და უტვინობა ოჯახში!!
პირადად მე 2 წელია პარტნიორი მყავს, საკმაოდ ჩამოყალიბებული ვიყავი პირველი სექსის გადაწყვეტილება რომ მივიღე და არც ერთი წამით არ მინანია! აღარ ვფიქრობ გათხოვებაზე (მანამდე ისტერიულად რომ მეფიქრებოდა და რომ მეგონა ერთი სული მქონდა ქმარ-შვილს როდის მოვუვლიდი) და ვცდილობ საკუთარი თავის რეალიზებას ბოლომდე მივყვე.
გათხოვებას მერეც მოვასწრებ და ნამდვილად არ ღირს ფიზიოლოგიის გამო ყველაზე წარმაყებული წლები მოაკლო საკუთარ თავს და ქართული დოგმების გამო თავი მსხვერპლად შესწირო “ბეჭედდასმულ სექსს” :)
P.S. სექსი ერთ-ერთი ყველაზე მაგარი შეგრძნებაა რაც კი ცხოვრებაში არსებობს და ამის აღიარების სულაც არ მრცხვენია!!