2012 წელს დაწერილი და გამოუქვეყნებელი :))
ამბავი პირველი – არ მახსოვს ზუსტად რომელ კლასში ვიყავი, ალბათ მე–6 ან მე–7.. ჩემს კლასელთან ერთად ქუჩაში მივსეირნობდი.. რაღაცაზე ვჭუკჭუკებდით და გულიანად ვიცინოდით.. იქვე, ოპტიკის მაღაზიის წინ ქალი გვიდა. თავი აიღო, გაბოროტებულმა შემოგვხედა – რა გაცინებთო და მოგვაწყევლა..
ამბავი მეორე – ისევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, ისევ ჩემს კლასელებთან ერთად, ამჯერად ტროლეიბუსში ვისხედით, ვტლიკინებდით და გულიანად ვიცინოდით.. ცოტა წყნარად, ბავშვებოო, ვიღაცამ შენიშვნა მოგვცა. მის გვერდით ქალი იჯდა, რომლმაც მიუგო – ნახე რა გემრიელად იცინიან, რა ჯობს მაგათ ყურებას და აცადეო..
ამბავი მესამე – გუშინ ახლობელი მირეკავს და მეუბნება, რომ გაიგონა ჩემი სხვა ახლობელი როგორ ამბობდა ჩემზე არც თუ ისე სახარბიელო რაღაცეებს. და ბოლოს დაუმატებია ქირქილით – რა სულ იკრიჭება, ნორმალურია ეგო?
თუ დაუფიქრდები, აქ აღნიშნულ არც ერთ შემთხვევაში ჩემს სიცილის არც ერთი იმ ადამიანისთვის, რომლისგანაც “უკუგება” მივიღე არავითარი ზიანი არ მოუტანია.. ამის მიუხედავად, ადამიანებს სხვისი გაღიმებული სახის დანახვა, მით უფრო გაცინებულის – იშვიათად ახარებთ და სიამოვნებთ..
აი, ასეთების ჯინაზე, უფრო ხშირად რომ გავიცინო – ფრაბლემ? :))
დატოვე კომენტარი