ცისფერი ელგუჯას ბლოგი
გუშინ კარგი დღე მქონდა. მარცხჯვენა ფეხზე ავდექი ეტყობა. მარშუტკაში მძღოლმა თვალი ჩამიპაჭუნა. მართალია მამაჩემის ხნის იყო, მაგრამ სიმპატიურად გამოიყურებოდა. ის არ გავდა სხვა სუნიან მძღოლებს, ტიტველი ქალების სურათებს რო აიკრავენ შუშაზე.
ლექციების მერე, შაურმის რიგში ვიღაც სათვალეებიანმა ხელი დუნდულაზე მომიცაცუნა. ჯერ ნაცნობი მეგონა. რომ მოვტრიალდი, ძალიან თბილად გამიღიმა და ჩაიზე და კროასანზე დამპატიჟა თავისთან. საქმე მაინც არაფერი მქონდა რა და წავედით. გზაში ვილაპარაკეთ მთვარისა და პლანეტების ფაზებზე და ვიგრძენი, რომ შემიყვარდა. სახლში რომ მივედით, მთხოვა გავშიშვლებულიყავი და კროასანი ისე მეჭამა, თვითონაც გაშიშვლდა და მხატავდა, მხატავდა მგზნებარედ, მანამ, სანამ მზე არ ჩაესვენა.
მოუთმენლად ველოდები ახალი დღის გათენებას, ო, ნეტავ რას მომიტანს ის?
მაცაცუნა აცაცუნა ბაცაცუნას ბლოგი
დღეს ბანძი დღე იყო, ალგებრის მასწავლებელმა სავარჯიშოები მოგვცა 167-ე გვერდიდან 168 გვერდის ჩათვლით. აუ, რა გააკეთებს. შიგ ხო არ აქვს, რას ფიქრობდა, ამდენ საჯღაბნს რო გვატენიდა?
არადა, კინოში გვინდოდა მე და ეკო-ბეკოს და ანა-ბანას წასვლა. მაგარი ფილმი გადის ”ჩირქიანი პრიშიკის დაბრუნება”. მთავარ როლებს ჩემი უძაანმაგრესი საყვარელი მსახიობები ასრულებენ. დძან დძერსკია, დძძძძნ, უდძერსკულესი!
ამ მობილურმა კიდე ტვინი მოტყნა რა, ჩემა ლოვემ უნდა დამიმესიჯოს და დაჯდა რა აკუ. პასუხი თუ არ გავიგზავნე, უეჭველი იმ ბოზს, ტუტუშკას დაუმესიჯებს. არადა, რას გავს, ის უშნო, ის მახინჯი, ტრაკი არ აქვს, ძუძუ ჭიპამდე სთრევს.
აუუუ, რა ბანძი დღე მაქვს. თან ოთხშაბათია და მე ნაყინი ვჭამე, აუუ, რა გააკეთებს მეტანიებს კვირას!
ლესბიანკა ნუკრის ბლოგი
ვერ ვიტან არდადეგებს რა. ჩემი გოგო ლამზირა სოფელშია წასული, დედამისს ეხმარება პამიდვრის კრეფაში. მწიფე პომიდვრებივით ექნება პუტკუნა ლოყები დაკვასკვასებული! ასსე ემართება რო გახურდება. მაგარი ჯანიანია!
წაკუზულები კრეფენ ალბათ, თუ არ იკრიფება პომიდორი წაკუზული? რა ვიცი. ხანდახან მაინც არ წაიკუზებიან? კაი სანახავი იქნება, ერთი მეც უნდა წავყვე ოდესმე და ვუყურო.
დავდივარ ასე ერთი კვირაა, გალუმპული. არც კაცი ჩანს ჰორიზონტზე ნორმალური, არც ქალი.
წავალ, ისევ, ლამზირას ჩამოსვლამდე ახალ ბადრიჯანს ვიყიდი, თან აჯაფსანდალს გავაკეთებ, თან რამე და რუმე.
სთრაითი მაყვალას ბლოგი
გუშინ რა დებილობა დამემართა, მოკლედ. საჭმელს ვაკეთებდი და ამ დროს დარეკა ჩემმა მობილურმა. ვუპასუხე, ჩემი დაქალი იყო, ესაო-ისაო, მივყევით. ეს მობილი სახეს და ბეჭს შორის მოვიქციე და ხახვის დაჭრა დავიწყე, დრო რო არ დამეკარგა რა. ლაპარაკი რომ დავამთავრეთ, კაი, პაკა-მეთქი და დავიხედე და, ჩემი თითები და ხელის მტევანი არ მიმიყოლებია ხახვისთთვის? ალყა-ალყა დამიჭრია, აზრზე მოდი!
გადავირიე კინაღამ. ახლა კლინიკაში ვარ. კიდევ კარგი მარცხენა ხელია დაპოსტვა შემილია რა..
მაგრამ, ეს რა არის, ერთი თვის წინ მწვანილს ვჭრიდი. ჩემი ბიჭი მოვიდა და ზასაობა დამიწყო და რო მოვრჩით, გავიხედე და პენისი არ მიმიყოლებია მწვანილისთვის?! სუ წვრილ-წვრილად დამიკეპავს!
რა ვიცი, იმედი მაქვს, რომ მალე გამომწერენ.
რა მოუხერხებელი ვარ, რა! უჰ..
აი, ვერავინ რომ ვერ უგებს, აიმის ბლოგი
წუხელ ცუდ ხასიათზე ვიყავი. მინუს ხუთ გრადუს ყინვაში გავედი ქუჩაში, იქნებ გული გადავაყოლო-მეთქი ქუჩებში ხეტიალს. ხელში ფურცელი და კალამი მეჭირა, იქნებ მუზა მომაწვეს და რამე დავწერო-მეთქი! მაგრამ, შუა გზაში გამახსენდა, რომ რა ხანია კალმით არ მიწერია და თურმე წერაც დამვიწყებია!
იქვე ბარიდან ბიჭი გამოდიოდა. მე ისეთი მარტოსული ვიყავი იმ წამს, მომინდა ვინმე ჩამხუტებოდა და გავეთბე. მივედი და ვუთხარი ჩამეხუტე-მეთქი. გვერდით სადარბაზოში ჩამეხუტა და გამათბო და წავიდა. მე გზა განვაგრძე და ცოტა ხნის მერე მივხვდი, რომ პრეზერვატივი შიგ შეეტოვებინა იმ ნაბოზარს. ეს კაცები, ეს ზედაპირული ამფიბიები, არც ჩახუტება იციან და არც გათბობა, მარტო პრეზერვატივების ჩატოვება ეხერხებათ. პრეზერვატივი გამოვიძრე და სანაგვე ურნისკენ გადავაგდე, მაგრამ ურნას ასცდა და იქვე დავარდა. ეცა ქუჩის მაწანწალა ძაღლი და გადაყლაპა. მოკვდება ის ძაღლი და ყველაფერში ის ბიჭი იქნება დამნაშავე.
მე ისევ მციოდა. სალობიეს ჩავუარე. ვიღაც ტიპები სვამდნენ. მე ისევ მომინდა ვინმეს გავეთბე და ჩავედი და მივუჯექი. 3 ლიტრი ღვინო დამალევინეს. დიმედროლიანი იყო და ვერ გავიგე როგორ გამათბეს. რომ გავიღვიძე ისევ მციოდა.
ახლა მივდივარ და იქნებ ვინმე ლუდიანი დავინახო, რომ გამათბოს და პახმელიიდან გამომიყვანოს.
ეშმაკმა დალახვროს ჩემი სულის ბნელი ლაბირინთები!
ჩემო ელგუჯა, ჩემო ნუკრი, აცაცუნა მაცაცუნა, ლამზირა და ვერავინ რომ ვერ უგებს, აი იმანო – ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ ყველანი ბედკრული უორდპრესის შვილები ვართ! :) :)
რა მძიმეწონიანი ბლოგი გაქვს :)
თუმცა, ნიკის შესაფერისია…
აუ, რამდენი ვიცინე:):):):):) კარგი პაროდია იყო!!!
წუხელ რამოდენიმე ”რეიტინგული” პოსტი გადავიკითხე და ცხელ გულზე დავწერე, თორე, ალბათ, უკეთესიც შეიძლებოდა გამოსულიყო. მოგვიანებით, რეიტინგის სიას დაბლა ჩავუყევი და გაცილებით საინტერესო რამე-რუმეები ვნახე და ცოტა მომეშვა, ხო იცი : )
ეგ რეიტინგი სხვებზე უკეთესი კი არაა, მართლა ღირებული და საინტერესო რაღაცეები რომ გიჩვენოს :)
ჰო, ამაში უკვე დავრწმუნდი :))))
რეიტინგული სად, რის მიხედვით?
ერთი ბლოგროლი აკეთებდა რეიტინგებს და მოკტა ისიც აღდგომის პერსპექტივით. ჰოდა აღარაა რეიტინგები, ფაფუ :)
მე უორდპრესი მყავს მხედველობაში, კერძოდ ka.wordpress.com
თუ არ ვცდები, ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით ალაგებს მარცხნივ ბლოგებს, მარჯვნივ პოსტებს.
ლოოლ :დ :დ
ძალიან მაგარი პოსტი იყო <3
::დდდ იმედია, ჩემმა რომელიმე პოსტმა არ შთაგაგონა :D
არამ :)
მართლა მაგრად ვიხალისე….ისე სატირალი უფროა მგონი… :((
:lol:
ვამე,რა მაგარი კაიფია, გაიხარე, კარგად ვიხალისე. :)