USA2GEORGIA-ზე ბევრი თქმულა და დაწერილა. ამ ბოლო დროს ხშირად მესმის გაბერილ ფასებზე, ზომებზე და აშ… და ჩემი სანაცნობოც ინტენსიურად გადადის სხვა, ნაკლებად გამოცდილ, მაგრამ შედარებით არაწუწკ გადამზიდ კომპანიებზე,
არ ვიცი მერამდენე წელია USA2GEORGIA–ს სერვისით ვსარგებლობთ მე და ჩემი ოჯახის წევრებიც. შეიძლება ნახევარ ამერიკას და ვერც მის მესამედს ვერ ვეზიდებოდეთ და ძაან VIP კლიენტები არ ვიყოთ, მაგრამ, საკმაოდ სტაბილური და ინტენსიური მომხმარებლები ვართ..
მოკლედ, გუშინ USA2GEORGIA–ს საიტზე შევედი, ამანათის ჩამოსვლას ველოდებოდი და ინვოისის ფასს რომ დავხედე, თვალები რამოდენიმეჯერ მოვიფშვნიტე..
არც მეტი, არც ნაკლები – 99 ლარი ეწერა.. და კიდევ თეთრები, კარგად ვერ დავიხსომე..
არადა, გმოწერილი მქონდა ბავშვებისთვის 2 წყვილი ფეხსაცმელი და ორიც სასკოლო, მსუბუქი და ფარატინა ზურგჩანთა. ალბათ, ჯამში, გასწიე–გამოსწიე 1 კილო..
ჯერ ვიფიქრე, გადაფუთვის მონიშვნა დამავიწყდა–მეთქი. ერთხელ დამემართა და მას მერე არის თუ არა საჭირო, სულ ვუთითებ.. არა, ნამდვილად, ნამდვილად ვიცი რომ მივუთითე. ბოლოს, რო, ვერ მივხვდი რა პრინციპით ჯდებოდა ჩემი ბარგის ჩამოტანა თითქმის ასი ლარი, ავდექი და ოფისში მივედი, ქავთარაძეზე.
გამომიტანეს ლამის ჩემხელა მუყაოს ყუთი, აი შენი ბარგი ამაშიაო.
ვუთხარი, რომ გადაფუთვა მითითებული მქონდა და ბარგი ყუთით არ უნდა ჩამოსულიყო.
შეამოწმეს და აღმოჩნდა, რომ ასეც იყო.
გახსნეს ყუთი და მეტი რომ ვერაფერი მოიფიქრეს – ზყრგჩანთები გადაფუთვას არ ექვემდებარებოდა და ამიტომაც გამოვზავნეთ ყუთითო, მითხრეს.. არადა, აქამდე ჩანთებიც მიყიდია, ზურგჩანთებიც, არასდროს ჩამომსვლია ყუთით, თორე ასე როგორ მივქარავდი..
ესეც ვუთხარი..
მიპასუხეს – ალბათ ის ზურგჩანთები ამერიკის მისამართზე ცელოფნით მოვიდა, ხოლო ეს ყუთებითო. არადა,ზურგჩანთები არავითარ ყუთში არ იდო (ამას ფოტოზეც ნახავთ), როგორც ჩვეულებრივი გადაფუთული ამანათი, პარკებში იყო გახვეული და ერთმანეთზე მჭიდროდ “მისკოჩილი”..
სხვა ვერაფრით დაგეხმარებით, ყუთში ცარიელი ადგილი არის და ხელახლა ავწონითო მითხრეს.
წაიღეს ჩემი ბარგი და რამოდენიმე წუთში მეორე, ამჯერად შედარებით მომცრო ყუთით ამომიტანეს. 99 ლარიდან ტრანსპორტირების ღირებულება უმალ 77 ლარზე ჩამოვიდა!
ჯერ ერთი, იმ ბარგის ჩამოტანაში 77 ლარიც კი მეტისმეტი იყო. კიდეც რომ, ასე ყოფილიყო, 22 ლარს, რაც ბარგის ჩამოტანის ღირებულებას ხელახლა გადაფუთვის თუ აწონის დროს ჩამოაკლდა, პრეტენზია რომ არ გამომეთქვა უბრალოდ არაფერში მახევდნენ???
22 ლარი ფული არ არის, თუ ძალიან ცოტა და უმნიშვნელოა?
და ვინ იცის რამდენისთვის აუხევიათ და ვინ იცის რამდენჯერ?
ვალები აქვს ამ ფირმას თუ რა სჭირს??
გასაგებია რო საახალწლოდ პრემიები აქვთ დასარიგებელი.. მარა ჩემი რა საქმეა?
მსგავსი ყვლეფა და სიხარბე მე არ გამიგია.. არც მომხმარებლის ლოიალურობა, არც გრძელვადიანი მარკეტინგული გათვლები,არც კორპორატიული ეთიკა თუ პატიოსნება, თუ კულტურა, თუ რა ვიცი რა დავარქვა.. გაგვდის და რატომაც არაო??
უბრალოდ, გაითვალიწინეთ, სანამ “აქლემს თქვენს კართანაც ჩაუმუხლავს”.
შეეშვით რა ამ გაუმაძღარ კომპანიას, რომელმაც არ იცის მომხმარებლის ფასი და გადადით სხვაზე.
USA2GEORGIA: “ჩვენ გადავაქცევთ ჭიანჭველას სპილოდ!”
დეკემბერი 16, 2013 ავტორი Social Animal
ეხლა გამოვიწერე რაღაცები და ორ ქავერში დ სამაჯურში ნეტა რამდენს გამომართმევენ :|
მდა…
კიეჰ, 22 ლარი ფური არს.
და ისე 77 მაინც ბევრი იყო? აწონეთ/გაზომეთ?
რა თქმა უნდა, 77 ლარიც მეტისმეტად გაბერილი თანხა იყო, მაგრამ, ხელახლა გადაფუთვა იყო მაქსიმუმი, რასაც მივაღწიე. ბარგი რომ აეწონათ, სავარაუდოდ მაქსიმუმ 20 ლარი მოუწევდა, მეტი არა.. და ის ტიპი (სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ) არ ვარ, წივილ–კივილი ავტეხო. ბავშვების საახალწლო საჩუქრები იყო, ამიტომ, გადავიხადე და წამოვედი.
ჰმ, საინტერესოა. უკვე გაგონილი მქონდა მსგავსი. დროა, სხვა გადმომზიდი კომპანია მოვძებნო
bestexs girchev :)
აქებენ, გამიგია. აი, სწორედ მაგას ვცდი
მე კაი ხანია კამექსზე ვარ გადასული
ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც, 2 ტენისის ჩოგანი გამოვიწერე ერთ ადრე ჩამოვიდა და გადავიხადე 10 ლარი მეორე ცოტა მოგვიანებით და გადამახდევინეს 100 ლარი.
camex ze gadavedi meeec
ქინდლი და ჩემი დის კაბა მაქვს გამოწერილი უსა2გეოთი, მეტი არა და უკვე მაგასაც ვნანობ.
ახლა საფარიკაო ინვენტარი მინდოდა და ვკითხე ზრდილობიანად, მიპასუხეს: აკრძალულია ვერ ჩამოვიტანთ, არ შეიძლებაო.. მეთქი პაშლი ვი ზნაიწე სამი… გადავედი კამექსზე ^_^ გაუშვი გვიან ჩამომიტანოს, ოღონდ ჩამომიტანოს
თითქმის დაარსების დღიდან ვსარგებლობ usa2georgia-ს მომსახურებით და აქამდე ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ უკმაყოფილო ვიყავი. კი იყო შემთხვევები როცა მიფიქრია რომ ზედმეტი გადამახდევინეს მაგრამ არ ჩავძიებივარ… წინა კვირას ჩამომივიდა ქურთუკი (ანუ არანაირ ყუთზე და მოცულობაზე საუბარი არ არის) ინვოისში კი მითითებული იყო 65 ლარი თეთრებით, აი აქ კი გადავწყვიტე რომ გამერკვია რა ხდებოდა. UPS-ს საიტზე თრექინგით გადავამოწმე წონა, რაც 3-ჯერ ნაკლები იყო ვიდრე USA2Georgia-ს ინვოისში. მოკლედ მიმოწერის შემდეგ აღმოჩნდა რომ 16 ლარი მქონდა გადასახდელი…WTF. თუმცა ამას არ დასჯერდნენ და გადაწყვიტეს შური ეძიათ იმაზე რომ მათი მადა ვერ დავაკმაყოფილე საახალწლოდ და ჩემს მიერ შეკვეთილ საკურიერო სერვისი, რომელშიც 3 ლარი გადავიხადე, აიღეს და “გადამაგდეს”. 6:30-მდე არც არავის დაურეკავს და არც მოსულა მითითებულ მისამართზე ჩემი ამანათით. მივწერე წერილები დავრეკე ორჯერ და სუპერ გაწვრთნილი ოპერატორები მარწმუნებდნენ რომ მათი ბრალი არ იყო რომ ფასიანი მომსახურება ვერ მივიღე ვერც დროულად და საერთოდაც ამანათი დააბრუნეს სათაო ოფისში და 3 ლარიც ჩაიჯიბეს, მომიწია რომ მეორე დღეს მე თვითონ გამომეტანა ოფისიდან. ოპერატორიან მენეჯერიანად უზრდელები და არაპროფესიონალები არიან. ჩემი აზრით ჩვეულებრივი ქართული კანტორაა და მოლოდინებიც შესაბამისი უნდა გვქონდეს. მათ უნდა ესმოდეთ, რომ საკმაოდ დიდი კონკურენციაა, მათი მსაგავსი კომპანიები ბაზარზე უხვად არის და მზად არიან უფრო იაფად მოგვემსახურონ, ამიტომ ჯობს ჩვეული “თამამი” მომსახურების სტილი წარსულს ჩააბარონ, ანუ იმ დროს როდესაც სულ 2-3 გადამზიდავი კომპანია იყო ბაზარზე. კომპანიის მფლობელს და მენეჯერსაც უნდა ჰქონდეთ მეტი ცოდნა CRM-ზე და როდესაც თავისივე მიზეზით მომსახურებას ვერ მიიღებს მომხმარებელი ამისთვის ბოდიში მოიხადონ და ეცადონ სიტუაციის გამოსწორება… თუმცა ჩემი დიაგნოზი ამ კომპანიაზე უკვე მაქვს მათი პასუხებიდან და მიმოწერიდან გამომდინარე. დამერწმუნეთ ასეთი “კანტორები” იხსნებიან და იკეტებიან. ჩვენ ვცხოვრობთ სამომხმარებლო ერაში და სხვანაირად ვერ გადარჩებიან.
შენს ამბავზე კიდევ უფრო მეტად მომეშალა ნერვები :(
100% xar adre xutian pexsacmelshi maximum 10 laramde adioda da exla orjer gadamaxdevines 25 lari. magra cecaven xalxs da sheveshvi magas gadavedi bestexze
კამექსი. გადაფუთვის დავიწყება-არ დავიწყებაზეც არაა ნევიულობა საჭირო და ამანათებიც პატიოსნად დათვლილ შეფუთული ჩამოდის + მთელი 1 უსდ-თი ნაკლები ღირს კგ. ერთი ეგაა რამე რომ დაგჭირდეს ადამიანს პასუხის გამცემი არა ყავთ. სუპორტი არ უვარგათ არაფრად :(
მე დიდი ხანია უკვე vovovo.ge-ს მომსახურებაზე გადავედი… კმაყოფილი ვარ!
ONEX.GE ukve 3 welia chamomaqvs aqedan da jer arc araferi damkargvia sakmaod swrafad chamodis da araferi chepe ar shemqmnia ….
კამექსს აქვს კვირაში 2 რეისი, ნივთის მიღებიდან ჩამოსვლამდე მაქსიმუმ 1 კვირა სჭირდება. + შედარებით იაფია. და ჯერჯერობით მათგან მოტყუებულად არ მიგრძვნია თავი
ერთ წყვილ კეტებსა და მაჯის საათში 18 ლარი გადამახდევინეს, არ მიკვირს საერთოდ :))) არადა 10-12 ლარზე მეტის არ იქნებოდა
მე პირად ძალიან კმაყოფილი ვარ მომსახურეობთ 0სხვას ვერაფერს ვიტყვი ..
მე დამემართა იგივე, და მართლა რომ დავინახე ლამის გული გამიჩერდა 2 წყვილს ფეხსაცმელში 58 ლარი რომ გადამახდევინეს. ამის შემდეგ მეცოდინება და სხვა კომპანიას მივმართავ.
onex.ge da daisvenebt :)
camex.ge ყველაზე ბანძი და აფერისტი კომპანიაა,ვინც იცის რკინა ჩამოდის და პატარა და მძიმეა,მაშინ ღირს 6.95$,თუმცა ამ დაბალ ტარიფის მიღმა მალავენ გადაფუთვის სერვისის უქონლობას,უწერიათ რო ტანსაცმელი რბილი ნივთები რომლის გადაფუთვაც ნივთს არ დააზიანებს გადაიფუთებაო,მაგრამ სულ ტყუილად ხალხიც და მე დაშოკილი დავრჩით ბავშვის თხელ საფენი როა სათამაშოებით გაწყობილი,ის გამოვიწერე(ანალოგიური 2 თვით ადრე 27 ლარი დამიჯდა,მოცულობით დათვალეს ისე კი 1.5კგ. არი დაახლოებით)მოკლედ ამათმა ჩამომიტანეს არ გადაფუთეს. ნაგლად რა ვკნათ ეს ტანსაცმელი არა და გადაფუთვის სერვისი ჩვენ არ გვაქო და ყუთიც ვერ შევამცირბდით პატარა ყუთები არ გვაქო,ჩამოვიდა ნახევარზე მეტი ცარიელი იყო,ტანსაცმელივით ნაჭერისგან შესდგება მაინდამაიც მკლავები უნდა ქონოდა:)
180 ლარი დთვალეს,ვუთხარი ამანათი დამანახეთქო,იქვე გაზომეს აგდებულად რო მიდი ნახე ერთი რა პრეტენზიები აქვსო,გაზომეს 1 კილოთი მეტი იყო ეგო არაუშავს გადავასწორებთო,12 ლარი ვითო არაფერია,შემდეგ ამანათების გაცემის დრო იყო და რო გახსნეს ყუთი ხალი დაიშოკა ეს რაა არი ცარიელი ყუთი ჩამოიტანეთო?მოკლედ სურათი გადავუღე ჩემსავით უპასუხისმგებლოთ სხვასაც რო არ მოიქცეთ ხალსხს ვაჩვენებთქოდა დამბლიკეს ეგრევე:) თუმცა მანამდე რო მივწერე რო ამანათი ძალიან დიდია არდა ამხელა არაფერი გამომიწერიათქო,ესე ამბობს ყელა და რო ჩამოდის ბოდიშს გვიხდიან რო სხვანაერად ვერ ჩამოვიდოდაო,ჩემ ყუთში კი რო მომენდომებინა მეც ჩავეტეოდი ხუმრობის გარეშე.ისე კი შეფუცხუნდნენ სახლში მოსული არვიყავი ეგრევე დამირეკეს,რახან ბავშვის სათამაშოაო და ახალი წელიაო,უფროსებმა ნახევარი გადაიხადოსო,უცებ მოხსნეს 90 ლარი :)
მოკლედ 22 ლარიც კი მარა camex.ge 105 ლარით მეტს მახდევინებდნენ და იმდენიც დატოვეს გადასახადი ისეთ სამ ამანათს გამოვიწერდი.
მოკლედ ჩამომიტანა ამანათი180 ლარად. რომელიც 27 ლარი დამიჯდა 8$ ტარიფის მქონე სხვა გადამზიდავთან.ამიტო კარგათ დაფიქრდით სანამ camex.ge ისარგებლებთ camex.geს ტარიფი აქვს თითქმის inex.ge და თუნდაჩ 8 $ იყოს,ბევრად ნაკლები დაგიჯდებათ თუ წესიერი მომსახურება ექნებათ ვიდრე ამ აფერისტებს.გამიკეთეს ვითო საახალწლო საჩუქარი.
nu aperistob mec mag dges rigshi videki da vnakhe ra amanatic gkonda kide tkuilebs avrtseleb usindisot. plastmasis gtdzeli dasadgmeli ido im kutshi chemi tvalebit vnakhe!
საყვარელო მზიკო (თუ მართლა ასე გქვია), როგორ შეიძლება შენ დაგენახა რა იყო ყუთში, როცა მე ის რიგში არც ამიღია და არც გამიხსნია? :) ის მომცეს ქავთარაძის ოფისის მეორე სართულზე, ადმინისტრაციულ განყოფილებაში, იქვე გადაფუთეს და ღირებულებასაც იქვე დააკლეს. ეს პლასტმასის სადგმელი რა არის საერთოდ და საიდან მოიტანე?? :))) ნუ, მოკლედ, ბევრი რო არ გავაგრძელო, მინდა გისურვო შენივე სიმართლით სიარული აწ და მარადის და აშ და აშ :)
ვაიმე ველოდო აბა სასწაულ ინვოისს? :( პირველად გამოვწერე ამათგან და სად ვნახო წონა რამდენია?
ხალხნო, რომელი გადამზიდავი მუშაობს აეროზოლების ჩამოტანაზე, იქნებ მიმასწავლოთ რა, ადრე კამექსი დამეხმარა მაგრამ ეხლა ამათაც შეზღუდვებში გაუშვეს და არადა გამოწერა მინდა და მირჩიეთ რომელიმე ფირმა
baramis daukavshirdi mgoni shezgudva ar aqvs
momxmarebeli.ge -ze ar gindat dawerot tqveni pretenzia?
ანალოგიურად გამოვიწერე ჩანთა, მითითებული მქონდა გადაფუთვაც და თავისი კარდონით მომიტანეს რომელსაც ჩანტის ფირმასთან საერთო არაფერი ქონდა და 47 ლარი გადამახდევინეს. ძალიან გაუვიდათ თავს
3celi viyavi usa2georgia mudmivi klienti mara zapxulis mere mivxvdi rom sisuleles vaketeb da zedmets vixdi neta rashi roca sxva kompaniebi arseboben romlebic titqmis 2$ naklebs vuxdu conashi
GAMOIYENET http://WWW.LIVESTORE.GE DA GADAIXDIT MXOLOD REALUR WONAS
ANA,VINC CAMEX-ZE ITYVIS ROM APERSTEBI ARAN,TAVAD APERISTZE UARESIA.
ეგ რა არის არაფერი იმასთან რაც ჩემ მეგობარს უქნეს. ამანათი დაუკარგეს, ანაზღაურებაზე უარი უთხრეს და წერილი რომ მისწერა ცოტა მუქარიანი საერთოდ მომსახურება გაუუქმეს და ახალი ამანათები რაც გზაში იყო და უნდა მიეღოთ ჩამოტანაზე უარი უთხრეს ვაფშე! პრაქტიკულად მიითვისეს მაგის ნივთები. გული გამისკდა კიდე კაი აღარაფერს ველოდები მანდ.
მერე camex მისწერა და ძალიან კმაყოფილია არაჩვეულებრივად მიპასუხეს როგორც შეძლეს დამეხმარენო ადამიანურადო.
daarsebis dgidan vsargeblob da me ratom ar momdis msgavsi shemtxvevebi netav? etyoba chemi chianchvelebi spilos kanshi ver etevian?:)))))))
დაარსების დღიდან ვსარგებლობდი მეც. გარდა იმისა, რომ ტყავის ხელჩანთა ჩამომივიდა ფსკერზე გადასერილი (სავარაუდოდ გადაფუთვისას გადასერეს), ამ შემთხვევამდე პრეტენზიები მეც არ მქონია. წარმატებებს გისურვებთ :)
აღნიშნული კომპანიის სერვისით ვსარგებლობ დაარსების დღიდან, საქართველოში თითზე ჩამოსათვლელი თუ იქნება კომპანია რომელიც მსგავს კომფორტულ და მომხმარებელზე ორიენტირებულ სერვისს გვთავაზობს.
ტრანსპორტირების ფასს რაც შეეხება, ფასი სრულიად ასახავს იმ კომფორტულ სერვისს რასაც ვიღებ ამ კომპანიისგან, რის გამოც ვარ ლოიალური მომხმარებელი,
ასეთი უსაფუძვლო პრეტენზიების გამოთქმის ნაცვლად, გირჩევთ იგივე დრო, რაც დაგჭირდათ ამ ცილისმწამებლური სტატიის დასაწერად, დახარჯოთ usa2georgia-ს და სხვა ანალოგიური კომპანიების სერვისის შედარებაში, მიხვდებით რომ ამანათის მისაღებად სხვებისგან დაგჭირდებათ ბანკშ მისვლა ფულის ჩასარიცხად, გაყინულ და მოუწესრიგებელ ოფისებში უზარმაზარ რიგებში დგომა ამანათის მისაღებად.
კომფორტთან დაკავშირებით გეთანხმებით. მაგრამ, ლოიალური მომხმარებელი ვერ ვიქნები, თუ ვხედავ რომ მატყუებენ. ვიცოდი რომ ვიხდიდი სხვებთან შედარებით ძვირს და არ მქონდა ამაზე პრეტენზია,სწორედ კომფორტის გამო. მაგრამ, მოტყუება უკვე მეტისმეტია
ძალიან საეჭვოდ მეჩევენება მხოლოდ უარყოფითი პოსტები, დავიჯერო ჩემნაირი კმაყოფილი არავინაა ამ კომპანიით?
me ertxel visargeble usa2georgias momsaxureobit da zalian gamikvirda imdenad zviri gadavixade transportirebashi! vifiqre rom ar girs mati momsaxureobit sargebloba, exla tqveni komentarebic rom vnaxe sabolood davrwmundi. romels mirchevt?
mec igive damemarta, bavshvis sawolis bumberebi gamoviwere da 87 lari gadamxdevines, bavshvis tetreulis gadaputva ar xdebao, megona me shemeshala ragac, turme chems dgeshi bevri yopila…
Social Animal მაინტერესებს ეხლა რომელი გადამზიდავის მომსახურებით სარგებლობთ? (გთხოვთ თუ არ შეწუხდებით, პასუხი ჩემს ფეისბუქის გვერდზე მომწერეთ აქ შეიძლება პასუხი ვერ ვნახო)