გვიყვარს ქართველებს მიცვალებულები.
არა, მე მესმის, თუ ადამიანი ცოცხალი გიყვარს, ის გარდაცვლილიც გეყვარება და სულაც არ არის კარგი, ადამიანის დავიწყება, როცა ის ცოცხლებში აღარ არის, მაგრამ, ჩვენს კულტურაში, მაინც რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს…
მარტო ის რად ღირს, რომ მიცვალებულს უძვირფასეს მარმარილოს გალავანში კრძალავენ, ზოგს კოშკებს უგებენ, ზოგს მანქანას უჩერებენ თავთან (ეს რომელიღაც უძველეს ტრადიციას მახსენებს, მე მგონი აღმოსავლურს, სადაც გარდაცვლილ მამაკაცს ცოცხალ ცოლებს და ცხენებს ატანდნენ საფლავში), ზოგს ეიფელის კოშკებს ადგამენ, ზოგს ეკლესიებს უშენებენ, ზოგს სახლს, მაგიდა, სკამები, განჯინა, სურათები, ვაზები, ბაღნარი, ტანსაცმელი.. რა ვიცი, კიდევ რას არ ნახავთ ზოგიერთის საფლავზე!
უარესიც მინახავს – ზოგიერთი საერთოდაც უარს ამბობს მიცვალებულის დამარხვაზე, ბალზამირებას უკეთებს მათ, მუმიებად აქცევს, შუშაში ათავსებს და სახლში იტოვებს (სუ ჭიანჭველები დამიდის ტანში).
კიდევ, მინახავს მიცვალებულთა ოთახები, კედლებზე გამოფენილია მისი ნატურალური ზომის სურათები, ფოტოები, ხელუხლებლად აწყვია მათი ნივთები, საწოლზე გადაფენილია მათი ტანისამოსი.. გეგონება სადაც არის კბილის ჯაგრისით ხელში ოთახში შემოვა და გეტყვის – ცოტა ხანი გადი, უნდა გამოვიცვალოო…
კიდევ მინახავს გზაში ჯვრები, ქვები ფოტოებით, მაგიდა და სკამები, წყაროები მიცვალებულთა საპატივცემულოდ… წყალს დალევ და გული გისკდება, იმის წარმოდგენაზე, მანქანამ როგორ გადაუარა აქ… სწორედ აქ! თუმცა, ცოტა ხნის წინ კიდევ უფრო გასაოცარ რამეს წავაწყდი – თბილისში, წერეთლის გამზირზე უზარმაზარი ბილბორდი ვნახე ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვლილის სურათებით ორივე მხარეს და წარწერით ”ღმერთმა გაანათლოს მისი სულიო!”
ცუდად არ გამიგოთ – ადამიანის გარდაცვალება ერთ-რთი ყველაზე მტკივნეული თემაა ჩემთვის, სულ უცხო ადამიანის სიკვდილიც შეიძლება გულთან ისე მივიტანო, კარგა ხანს მდგომარეობიდან ვერ გამოვიდე. სიკვდილზე ფიქრი მაშინებს და გავურბი რაც კი შემიძლია, მაგრამ, რა ემატება მიცვალებულს მის საფლავზე აშენებული კოშკებით, მარმარილოს სასახლეებით, მისი მუმიფიცირებით, იმით, თუ ქუჩაში მიმავალ ადამიანებს გულებს გავუხეთქავთ მისი უზარმაზარი სურათების ჩვენებით? მე დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანები არაფრით არ ისურვებდნენ ამ ყველაფერს და იმ ბავშვის არ იყოს, მამა რომ ეკითხება – გინდა ლექსი წაკიგითხო, გინდა, ზღაპარი გიამბო, გინდა სიმღერა გიმღერო ძილის წინო – რომ შეეძლოთ, უბრალოდ გეტყოდათ – არაფერი მინდა, დამაძინეთ თუ შეიძლებაო!
რა ვქნა, სასაფლაოები ცუდ განწყობას აღძრავენ ჩემში. ხშირად ვიფქრობ იმ ხალხზე, რომლებიც სასაფლაოებთან ახლოს ცხოვრობენ – ნეტავი აქ რა აჩერებთ-მეთქი. ასევე უსიამოვნო განცდა მიჩნდება, როდესაც ხავსით და ბალახით დაფარული, მიტოვებული საფლავების გვერდით სრა-სასახლეებია წამოჭიმული, თითქოს აქაც კასტებად არიან დაყოფილი, პატევცემული და მივიწყებული მიცვალებულები. თუ საფლავს პატრონი დიდი ხნის მანძილზე არ გამოუჩნდება, მას როგორც წესი ხელახლა თხრიან და იქ სხვა მიცვალებულს მარხავენ, რაც კიდევ უფრო მიუღებელია ჩემთვის. მინახავს დამეწყრილი ძველისძველი სასაფლაოები, დაცურებული-დაყირავებული ქვებით, გამიგია, წვიმის დროს ხან თავის ქალა გამოჩნდება, ხან რომელიღაც ძვალიო… ამ ბოლო დროს, სასაფლაოებმა ქალაქებში საოცარი სიჩქარით დაიწყეს ზრდა-გაფართოება, ამიტომაც, მათ ხელოვნურად ქმნიან – ციცაბო ადგილებთან ბეტონს ასხამენ და მასში მიწას ყრიან. ასეთ ადგილებში მისვლა ძალიან ძნელია, დიდხანს უნდებიან ჭირისუფლები ვიწრო ბილიკებზე სიარულს – გასაჩერებელ ადგილს ძნელად პოულობენ, ერთმანეთს აწყდებიან…
რატომ არ შეიძლება კრემაცია ჩავუტაროთ მიცვალებულებს? მერე ავიღოთ მათი ფერფლი და სპეციალურ კედელში
მოვათავსოთ, სადაც მის სახელსა და გვარს, გარდაცვალების წელს ამოტვიფრავენ? ან ქარს გავატანოთ, ან ტყეში მოვაბნიოთ, ზღვაში, მდინარეში…. არ იქნება სასახლეები, მანქანები, გულისმომკვლელი სურათები, ლამის სულში რომ გიყურებენ, საფლავებს რომ ჩაუვლი, მაგიდები ხაჭაპურებისთვის, სამაგიეროდ ხსონა ხომ სულ იქნება?! ადამიანის სიყვარული, ხომ სხვა საზომით იზომება და არა იმით, რაც უფრო ბევრი ფული დაიხარჯება მათი საფლავების კეთილმოწყობაზე? ან იქნებ ვცდები?
არ მომწონს უთავბოლო პანაშვიდები, ქელეხები, არ მომწონს წითელი ლობიოს და ქიშმიშიანი ფლავის ნარჩენები ”მგლოვიარე” ხალხის კბილებში. არ მომწონს ქელეხიდან წასული ხალხი, რომ იგონებს – რა კარგი სუფრა იყო, რა გემრიელი ჩიხირთმა ვჭამე ცხონებულის ქელეხშიო, ან პირიქით… არ მომწონს ბალზამირება, არ მომწონს ”ლედნიკი”, არ მომწონს წრეზე სიარული, არ მომწონს უსუნო, იაფფასიანი, გაჩიკინებული (მით უფრო – ძვირფასი!) ყვავილები!!!!!!!!!!!!!!!!
არ მომწონს წერილები ბალიშქვეშ, არ მომწონს განცხადებები ტელევიზიებში, გაზეთებში, მოსაგონებელი წერილები, რომლებსაც ვერც ერთი მიცვალებული ვერ წაიკითხავს და მეტიჩრობის მეტი არაფერი მგონია ჭირისუფლების მხრიდან… არ მომწონს ვიდეობის სარეკლამო რგოლებივით დატრიალება, არ მომწონს ზღაპრები, არ მომწონს ლექსები – უბრალოდ, აცალეთ ადამიანებს მშვიდად იძინონ, რა!!!
მოვითხოვ კრემატორიუმებს საქართველოში!!!!!!!!
საინტერესო ლინკი ამ თემაზე ა ქ!
მეშინია მკვდრების, მეშინია სიკვდილის, თუმცა მე მაინც სასაფლაოზე დაკრძალვა მირჩევნია.. და არ მინდა კრემაცია… არც იმის გაფიქრება მსურს, როგორ გავფითრდებ-გავლურჯდები სიკვდილის მერე და გავიხრწნები : (
მეც მეშინია. ეს რომ დავწერე, ცოტა ხანი ვჭოჭმანობდი, გამომექვეყნებია თუ არა.. ცრუმორწმუნე ნაღდად არ ვარ, უბრალოდ, სიკვდილის მეშინია და ყველაფრის, რაც სიკვდილს უკავშირდება. :|
მეც მოვითხოვ ) მინდა ჩემი ფერფლი სადმე გაფანტონ, ისეთ ადგილას, სადაც სასაფლაო არ იქნება :)
ძალიან გულწრფელი და მართალი პოსტია ეს!
მეც კრემაციის მომხრე ვარ, რაღა დაგიმალო… მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, რომ ჩვენთან კარგა ხანს ვერ მოიკიდებს ფეხს, იმიტომ რომ სწორედ დაკრძალვის ეს წესია მიჩნეული ქრისტიანულად… ქორწილს მიმსგავსებულ ქელეხებს და მსახიობად ქცეულ ჭირისუფლებს არ ვგულისხმობ;
კარგი, რა! აბა, რა არის მოსალოდნელი, როცა ქუჩაში სამგლოვიარო პროცესიას ჩავუარე და საკუთარი ყურით გავიგონე, ოცდაათიოდე წლის ახალგაზრდა ქალი გამწარებული რომ ამტკიცებდა: კი, ამათაც კარგად იტირეს, მაგრამ ჯინა ლოლობრიჯიდამ (პირობითად :) ) რომ დედა იტირა, მე ეგეთი ტირილი არ მინახავსო…
არაფერი მინდა, თავი დამანებეთ! თუ კრემაცია არა, მესამე დღეს არ გადააცილოთ ჩემი დაკრძალვა, პანაშვიდზე მუსიკა და მიხაკები არ დამანახოთ და ქელეხი კიდევ… თორემ ავიღებ თავზე ხელს და ავდგები! :) :) :)
ძალიან ვიცინე – იცვალებული ადგააააა!!!!!! :)
ისე, გეცოდინება, მატირლობა ჩვენთან პროფესია იყო, ადამიანი რო გარდაიცვლებოდა, ოჯახი მატირლებს ეძახდა, ქირაობდა, შეიძლება სუ არ ენახათ გარდაცვლილი სიცოცხლეში, მარამ ისე დაიტირებდნენ, ქვაც ადუღდებოდა :)
რა კოშმარია – შეჯიბრება ადამიანის დატირებაში :(
კი, კაცო :) :) მაგის მეტი რა ვიცი :) რამხელაზე იკივლა და როგორი სიტყვებით დაიტირა, მერე განიხილავდნენ :) :)
ცხელ გულზე დაწერილი პოსტია, ეტყობა.
გამიხარდება თუ ნაკლები მომხრე გამოგიჩნდება.
არ ვიცი ვინ რატო აკეთებს ამას, მაგრამ საფლავი ჩემთვის უფრო მეტია ვიდრე სა-ფლავი და წითელი ლობიო.
თითქმის ყველაფერში დაგეთანხმები, მაგრამ სასაფლაო …
არა, მთლად ცხელ გულზეც არ დამიწერია.
რა ვიცი, მე არ მხიბლავს მსუქან-მსუქანი მატლების დახვევის და დალპობის პერსპექტივა :( თან, როგორც ავღნიშნე, ასგილიც აღარაა ამდენი, კრემაცია გაცილებით შეამსუბუქებდა დედამიწას…
შაშინებულხარ ქალაუუუ… შეგიძლია დაგვიბარო ანდერძად და თუ გინდა სულ თაფლში ჩაგსვამთ:))))
რას ვიზამთ ჩვენი სოციალური ყოფნა-გარდაცვალება ,,დამატებითი,, ჩვეულებებით არის გაჯერებული, და არა მარტო საქართველოში ხდება ეგ.
იმდენი სახალისო!! ისტორია გამახსენა ამ სტატიამ, მაგრამ სიკვდილზე ხუმრობა არ შეიძლებაო და გავჩუმდები:)))