არსებობს ასეთი ქართული სიტყვა ”ფასდაკლება” (გსმენიათ და გინახავთ.. ალბათ).
ფასდაკლება კარგი, პოზიტიური განწყობის მატარებელი სიტყვაა, იდეაში. თუმცაღა, ჩემთვის სიტყვები ”SALE” და “REDUZIERT” უფრო პოზიტიურად ჟღერს და აი, რატომ..
განვითარებულ ქვეყნებში (იქნებ განუვითარებლებსა და განვითარებადებშიც, ოღონდ საქართველოში არა) საქონლის მაღაზიებში შემოდინების სპეციფიკა ასეთია – ყოველი სეზონის დასაწყისში მარაგდებიან მომდევნო სეზონის ტანისამოსით!
მაგალითად, შემოდგომით მაღაზიებში ზამთრის კოლექცია შეაქვთ, ზამთარში გაზაფხულის, გაზაფხულზე ზაფხულის, ზაფხულზე შემოდგომის და ასე უსასრულოდ.
კლიენტს ეს საშუალებას აძლევს, მანამ შეიძინოს სასურველი სამოსი, სანამ უშუალოდ მისი არქონის ფაქტის წინაშე დადგება. ამ ამბის კიდევ ერთი პლიუსი ის არის, რომ მაგალითად, ზამთრის ტანისამოსს ზამთარში უკვე ფასდაკლებით შეიძენთ, ხოლო სეზონის მიწურულამდე თუ აითრევთ ფეხს, შეიძლება თითქმის დამზადების ფასად ჩაიგდოთ ხელში!
ფასდაკლება მინახავს 20 – 75 %-ანი! (უფრო დიდს ვერ ვიხსენებ (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მაღაზია იხურება ან რაღაც ამდაგვარი) და თუ არსებობს, შემისწორეთ)
თუ იკითხავთ, მაღაზიებს რა ხეირი მანდედანო, მოგახსენებთ – ის ხეირი, რომ სეზონის დასასრულს, საწყობში უმეტესწილად მხოლოდ წუნიანი საქონელიღა რჩება (დანარჩენი ყველაფერი ამოყიდულია), რომელსაც ტომრებში ტენიან და წონით ყიდიან (თავიდან იშორებენ). ამ ყველაფრის პარალელურად მაღაზია ახალი საქონლით ივსება, ისე როგორც გულის პარკუჭები სისხლით და ეს შემოდინება-გადინების პროცესი შვეიცარული საათს მექანიზმივით ზუსტად და სინქროულად მუშაობს.
და რა ხდება ამ დროს საქართველოში?
ვიტრინაზე ბევრგან და ხშირად ნახავთ თვალისმომჭრელ წარწერას – ”გრანდიოზული ფასდაკლება! 5 % – 20 %!”
ხუთას ლარიან ქურთუკს რომ 475 ლარად იყიდი, თურმე ფასდაკლებაა!
თვეობით, წლობით უდევთ საქონელი მაღაზიებში და საწყობებში. ძველი არ იყიდება, არც ემეტებათ ფასდაკლებისთვის, ახალიც ვერ შემოაქვთ და არიან ასე, გაძეძგილები, გაჭედილები თავიანთ პატარ-პატარა ბუწიკებში! სად წაიღონ საქონელი არ იციან, ზოგს აზიან, ზოგი თავზე ადევთ! ზოგიც ავიწყდებათ, ისე აქვთ შეტენილი…
ძალიანაც რომ გინდოდეს, ვერ გაიგებ სად რა აწყვია, თვალები გიჭრელდება და ბოლო-ბოლო თავს ანებებ, გირჩევნია იქ წახვიდე, სადაც წესრიგი და სიხალვათეა.
………………………………………………..
შვიდი თვის ფეხმძიმედ ვიყავი, ერთ მაღაზიაში პაწაწინა ჯინსის კაბა ვნახე. სამოცი ლარი ღირსო, გამყიდველმა და ცივად გავუშვი ხელი (თქვენი არ ვიცი და მე მეძვირა).
ცხრა თვის იყო ჩემი ბაო, იგივე მაღაზიაში შევაბოტე და ჩემდა გასაოცრად ის პატარა ჯინსის კაბა ისევ იქ დამხვდა… იქნებ ფასმა დაიკლო-მეთქი და ოლოლო შენო, ვერ მოგართვითო, ისევ სამოცი ლარი ღირსო.
გავიდა კიდევ ერთი წელი და ეს კაბა ისევ იქ ეკიდა…
ერთხელაც, გამყიდველს გულწრფელად ვუთხარი – ხომ ხედავთ არ იყიდება, ფასს თუ გაანახევრებთ ახლავე ვიყიდი-მეთქი. იწყინა, ხო იცი – თავისი მყიდველი ამასაც გამოუჩნდებაო.
გაგიკვირებათ და, ის საყვარლობა ახლაც იქ კიდია… (მესამე წელია!!!)
ისევ სამოცი ლარი ღირს!
არადა, ჩემს ბაოს ნამდვილად აღარ მოერგება!
ოდესმე, შვილიშვილისთვის მაინც ხომ ვიყიდიიიიი! : )
……….
გულითადი რჩევა ქართველი შმიზმესმენებს – როცა რაღაც არ იყიდება (ერთი, ორი, სამი და აშ წელი) – დაუკელი, დალოცვილო ფასი, დაუკელიი!..
თუ მაინც არ გაიყიდება, კიდევ დაუკელი ცოტა.. კიდე და კიდევ!
და ასე მანამ, სანამ არ გაიყიდება!
თუ არადა, ჩამოიკიდე ერთ ადგილას და იარეე!
მთლად ეგეთი ადვილი არაა დაკლება.
ჩვენი საგადასახადო კოდექსი არ იძლევა ამის საშუალებას ისე მარტივად და მოქნილად, როგორც სხვა ქვეყნებში შეიძლება ხდებოდეს ეს.
გასათვალისწინებელია ის, რომ შმიზმესმენმა ამ ქურთუკის იმპორტირება მოახდინა (აბა ჩვენთან არ იწარმოება).
იდეალურ შემთხვევაში ქურთუკი იყიდა 100 ევროდ, დაამატე ამას 35 ევრო საბაჟო, მერე 18% დღგ და მიიღებ 153 ევროს თვითღირებულებას.
ამას უნდა დაემატოს მოგება + მოგების გადასახადი, პლიუს ხარჯები (დენი, გათბობა, თანამშრომლების ხელფასები და ა.შ.).
დავუშვათ, რომ გადაყიდი ფასი (ყველაზე წესიერი და პატიოსანი გამყიდვლის შემთხვევაში) გამოვა 250 ევრო.
რამდენი წელიც არ უნდა ედოს ეს საქონელი გაუყიდველად, ამაზე ნაკლებ ფასს ვერ დაადებს – იმიტომ რომ წაგებაში წავა.
ეგ ყველაფერი ვიცი, ვსწავლობდი დედააფეთქებულ ბუხგალტერიას ოდესღაც… მაგრამ, იმედია ამ ყველაფრის გადახდას ერთი ქურთუკის გაყიდვიდან მიღებული მოგებით არ აპირებენ შმიზნესმენები!
ისეთი სურათი დახატეთ, თითქოს საქართველოში საერთოდ არ ღირს სავაჭრო ბიზნესის წამოწყება! არადა, ყველა ვაჭრობს!
აქ ვაჭრობის პრინციპზეა საუბარი, რა ჯობს, ბევრი სწრაფად გაყიდო და რაოდენობაში ნახო მოგება, თუ ცოტა გაყიდო, ნელა და ორჯერ ძვირად?! ქართველებს ბოლო ურჩევნიათ!
ყოფილა შემთხვევა, მაღაზიაში მინახავს საქონელი რაღაც ფირმის, შევსულვარ ამაზონზე და იგივე საქონელი მინახავს სამჯერ იაფად! და გიჟი ვარ მაღაზიაში ვიყიდო? გამოვიწერ და სულ რაღაც ათი დოლარით ზედმეტს გადავიხდი!
მე იმისაც შევსრებივარ, თუ რა პრინციპით ადებენ ფასს გამყიდველები საქონელს – ერთხელ დიალოგს მოვკარი ყური, 5 ლარი არის ამ მაისურის ფასი, მაგრამ ისეთ ვიდზეა 25 ლარად თავისუფლად გაიყიდებაო :)
ვიდი მართლაც მაგარი ჰქონდა, იაფიც კი მეჩვენა 25 ლარად! :) :)
მეტსაც გეტყვით
ბევრგაგნ შევამჩნიე, მაგ. ეტამში, ისი პარიში, რომ დღესასწაულების წინ პროდუქტს ფასს უმატებენ და მერე პროცენტები რომ აკლდება სეილზე, იგივე, ძველი ფასი გამოდის :დ
ფასი კი უნდა ეცემოდეს სეზონის გასვლისთანავე და არა სამი წლის შემდეგ)) სამი წლის წინანდელ მოდაზე შეკერილი ტანსაცმელი სახლში ჩასაცმელადაც აღარ გინდა ადამიანს/
ჰო, ეგ ბევრგან შემიმჩნევია :)
ეგ კი არა, დიდ მარკეტებში კიდევ უფრო სასაცილო რაღაცეებს აკეთებენ – მაგალითად, მომეწონა ჭიქა, 4 ლარი ღირდა, ავიღე. სახლში მოსულმა ჩეკს დავხედე და ვნახე, რომ ჭიქაში 4 კი არა 8 ლარი გადამიხდია! მეორედ მისულმა ვკითხე, ასე იყო-მეთქი. ალბატ მომხმარებელმა სხვა ადგილიდან აიღო და სხვაგან დადოო, იქ კი სხვა ფასი ეწერაო… დედა უცხონდათ ისემც! ეგ ერთადერთი ჭიქა იყო და ფასიც ზედ ეწერა!
ისე, დვორსკი მართალია… სამწუხაროდ.
თუმცა, არც მთლად ისეა საქმე რომ ქენეთ ქოლის საფულე ვიღაცამ ამასწინებზე დამილინკა ფბ-ზე და ლამის 10-ჯერ უფრო ძვირი იყო ჩვენთან.
ინტერნეტით რომ გეყიდა ადამიანს და DHL-ით გამოეგზავნათ ეგეც უფრო იაფი გამოდიოდა რამდენჯერმე. :)
და კიდევ არ მომწონს ის რომ ძალიან მოწყენილი შოფინგია… ამაზე ადრე დავწერე. შარშან.
მაგრამ ბევრი არაფერი შეიცვალა.
ძაან საწყენია. :(
ხეირს რაც შეეხება – მთავარი ხეირი ისაა, რომ ყველაზე კარგი კასტა არის ე.წ. ადრეული მყიდველები, ვინც პირველი ყიდულობს ახალ კოლექციას და იხდის ამაში ყველაზე მაღალ ფასს. ის მაღაზია, ვინც ზამტღის სეზონს ამთავრებს მალე და დახლზე შემოაქვს გაზაფხული პირველს – უფრო დიდი შანსით ხსნის ნაღებს….
აუ რამდენი დავწერე :(
საინტერესო კიდევ ის არის, რომ, ბრანჩ მაღაზიებში, როცა ონლაინ ვნახულობ ფასდაკლებაშია განსაზღვრული საქონელი, აქ კი ღირებულებას ფეხს არ უცვლიან :)
არ მითხრათ, რომ სხვა ქვეყნებში არ იხდიან საშემოსავლოს, დეღეგეებს, იჯარებს დას ხელფასებს რა!
ბევრ მაღაზიაში, სადაც კაცის საცვალი 200 ლარამდე ღირს, გამყიდველის ხელფასი 500 ლარია!
ჰოდა, შოფ ონლაინ. :)
თითქმის სამი წელია რაც ენგრე ვაკეთებ.
ასეც ვიქცევი, მაგრამ, სად ტანზე რომ მოირგებ და სად ფოტოთი რომ შეარჩევ. ერთი-ორჯერ ზომასთან დაკავშირებითაც მომივიდა იაღლიში.
ჰო… ეგ მომენტი არის, მაგრამ დაძლევადია. :)
აი, ზომაში კი არ მეშლება – თან ძირითადად იმ ბრენდებს ვყიდულობ, რომელიც ისედაც მაქვს და გამოცდილი მაქვს მაგათი ზომა-წონები.
ღორების ქვეყანა ^^
რა ვიცი, ასე მკაცრადაც არ შევაფასებდი :) :P
კაი იყო :)
ცეცხლის ფასი აქვს რა ყველაფერს :D
არადა მართალი ხარ გეთანხმები ყველაფერში ^^