დღეს, სალონში, როცა ჩემს ფრჩხილებზე უღმერთოდ დაკრულ ნუნებთან ბრძოლაში რვაპიროფლგადასული ”მანიკურშა” ოფლის მეცხრე პირს იწმენდდა, ვიღაცამ მობილურზე დაურეკა.. -”დიახ მამაო.. ახლა კლინეტი მყავს, ერთ საათში მობრძანდით”-ო, თქვა მანიკურშამ, მერე ადმინისტრატორს გასძახა – მამა ესა და ეს მოვაო. ადმინისტრატორმაც ჩაინიშნა ალბათ, იმ თავის სქელ, გაქუცულ რვეულში.
ვიფიქრე, თმებს თუ იკრეჭს-მეთქი (სხვა რა საქმე უნდა ჰქონდეს მამაოს სალონში!). მამაოებს ხო, როგორც წესი გრძელი თმები აქვთ. რატომღაც, არასდროს მიფიქრია, რო სალონში დადიოდნენ თმის შესაკრეჭად. ერთხელაც არ მინახავს მამაო სალონის სავარძელში და ალბათ ამიტომ. ჰოდა – რა სულელი ვარ-მეთქი, ჩემს თავზე გამეცინა.
მანიკურშამ, ეტყობა ჩემთან თავის მოწონება გადაწყვიტა (უყვარს ისე, ამ ჩემს მანიკურშას თავის ქება) და – ეს მამაო წლებია ჩემი კლიენტიაო, მითხრა. ცოტა კი გამიკვირდა – როგორ, მანიკურს იკეთებს-მეთქი? – ჩავეკითხე.
– მანიკურს და პედიკურს ერთადო – მომიგო.
– პედიკურსაც-მეთქი? – უფრო-უფრო გამიკვირდა მე.
– ჰო, ფრჩხილის ჩაბრუნება აქვსო.
”აა”- მეთქი, და ვცადე წარმომედგინა მამაო პედიკურის იმ სკამზე (თუ როგორ დავარქვა!), ცოტა ხნის წინ მე რომ ვიჯექი. კაბას აიკეცავს (ალბათ. მოუწევს), შარვლის ტოტებს დაიკაპიწებს.. ეს ქალი დაბლა იქნება (როგორც ყოველთვის) მის (მოხარშულივით) თეთრ, ორთქლიან ფეხს დაიჭერს და ფრჩხილებს წკაპა-წკუპით დააჭრის, მერე ქუსლებს დაუხეხავს.. თუ რა ვიცი.. წარმოუდგენელი ან კი რა იყო.
– მანიკურს რაღატო იკეთებს-მეთქი, ვკითხე.
– ყველა ხელებზე კოცნის და მოწესრიგებული არ უნდა ჰქონდესო?!
ჰო, ასეა. მართალია ეს ქალი – როცა ხელს კოცნი, ყოველთვის ჯობია მანიკურიანს აკოცო, ვიდრე უმანიკუროს! წყალი არ გაუვა!
ნეტავი როგორ გამოიყურება-მეთქი, ეს მამაო, ვიფიქრე და ინტერნეტში, კარგა ხნის წინ შემთხვევით ნანახი ერთი რუსი მამაოს ფოტო გამახსენდა, რომელიც გავდა სიტყვას ”გავძეხი”.
ჰოდა, სწორედ ამ დროს, ისე მოხდა, რომ ეს მამაო დაბარებულზე ადრე მოვიდა!.. ოთახში შემოიხედა და ღიმილით მოვესალმა – არა, არანაირად არ გავდა იმ რუს მამაოს, არც სიტყვას ”გავძეხი”!… ერთი ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი მამაო იყო, შავკაბიანი, გრძელთმიანი, ტანდაბალი და ჭაღარა.
სერიზულად დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ ჩემი ზოგიერთი წარმოდგენისა და ღირებულებების გადაფასების და გაახლების, სტერეოტიპების მსხვრევის დროა! ეტყობა სერიოზული ჩამორჩენა მაქვს ამ მხრივ (just press refresh button!)!
მერე დავიწყე ფიქრი იმაზეც, საერთოდ ღირს თუ არა ჩემი წარმოდგენების და ღირებულებების გაახლება.. და სტერეოტიპების დამსხვრევა.
და სერთოდ, როგორი ტიპები არიან ეს სტერეოტიპები?!
გამახსენდა, გერმანიაში რომ დამპატიჟეს წვეულებაზე, რომელსაც პატარა ქალაქის პასტორი მართავდა – თავის მეგობარ ქალთან ერთად. ძალიან კი გამაოცა ამ ამბავმა, თუმცა არ შევიმჩნიე (თავმომწონე ქართველი, რომელსაც არაფერი აოცებს!). წვეულება მეგობრულ წრეში გაიმართა და ყველა თავისი წილი საჭმლით ხელდამშვენებული წარსდგა მასპინძელთან (მახსოვს, მაშინ ამანაც გამაოცა). პასტორი, რომელსაც მისი წოდებისთვის სავსებით შესაბამისი სახელი – გოთფრიდი ერქვა (The boy’s name Gottfried is a variant of Godfrey (Old German) and Jeffrey (Old German), and the meaning of Gottfried is “God-peace”) მშვენივრად უკრავდა პიანინოზე, წრუპავდა ვისკის და ცეკვავდა როკ’ნ’როლს. ჯინსებზე ეცვა ცისფერი, კუბოკრული პერანგი და საერთოდ, საერთოდ არ გავდა სასულიერო პირს!
გვიან, როდესაც სხვა სტუმრებივით, მეც საძილე ტომარაში გამოვეხვიე და იატაკზე დავწექი მანსარდაში, დიდხანს ვფიქრობდი, რატომ და რითი განსხვავდებოდა ეს პასტორი ჩვენებური მამაოსგან და სულაც, კარგი იყო თუ არა, რომ განსხვავბდებოდა..
ბოლოს, სიამოვნებით დავასკვენი, რომ მარტივი და ლოგიკურია – თუ ადამიანი სასულიერო ცხოვრებას ირჩევს, მისი ცხოვრება უნდა განსხვავდებოდეს კიდეც საეროსგან, და ესე იგი, ჩვენი მამაოები ნაღდად სწორად იქცევიან, რომ მეგობარი ქალები არ ჰყავთ, კუბოკრული პერანგებით არ დადიან და ასეთ წვეულებებს არ მართავენ-მეთქი.
მაშინ 19 წლის ვიყავი.
მაშინ უფრო ადვილი იყო დასკვნების გაკეთება.
ახლა ცოტა ვიჭედები.
ჰო, ის ვიცი, რომ არ უნდა განიკითხო და არ განიკითხები…
როგორ ხელზე კოცნა გირჩევნიათ..
აგვისტო 26, 2010 ავტორი Social Animal
Posted in რას გაიგებ.. | Tagged გოთფრიდი, მამაო, მანიკური, მანიკურშა, პედიკური, სტერეოტიპები, ხელზე კოცნა, Refresh Button | 13 Comments
13 Responses
Leave a reply to Social Animal კომენტარის გაუქმება
-
Social Animal’s Tumblr
- An error has occurred; the feed is probably down. Try again later.
ყუთის ბოქლომი
რა, სად, როდის..
-
ბოლო პოსტები
- სამი ამბავი სიცილზე
- პოლიხრონიონ, პოლიხრონიონ
- ახალი წელი და ოთხმოციანების პირმშო
- წყევლის სუფრა
- USA2GEORGIA: “ჩვენ გადავაქცევთ ჭიანჭველას სპილოდ!”
- ხორცის საკეპი მანქანა
- წამლისსუნიანი სახლი
- ამერიკელი და ქართველი. ქალი
- ათი აგვისტო (სუბიეკწივნა)
- “სამსახურეობრივი” უფლებამოსილების გადამეტება ღმერთის სახელით?
ყუთი ყუთში
- გვეშველება (2)
- გვეშველება, ვითომ?! (21)
- რას გაიგებ.. (35)
- საყვარელი ვიდეოები (6)
- სხვადასხვა (34)
- წალიტერატურულო (5)
- წაპირადულო (12)
- ჭკუისკოლოფობა (29)
თაგუნიები
40 წლის ქალიშვილი H1O NO3 Refresh Button ანაზღაურება ანგელოზები და ქიმერები ასტრა ატეხილი გოგოები ბაყაყები ბეჭდვა ჭიქაზე ბოდვა და ბოდვა გამყიდველი განაბი განვითარების ფაზები გენდერი გლამურული ბუწიკები გოთფრიდი დალაქი დამლაგებელი დიასახლისი თამადა თეთრტრაკა ბიჭები თოვლის ბაბუ იბერია გაბრწყინდება იყო და არა იყო რა კარგი მოქალაქე კლიენტი კნუტი კონკურსი ლეკვი მამაო მანიკური მანიკურშა მასწავლებელი მეძავი მზარეული ნაჯვარი ოცნებას კაცი არ მოუკლავს ოჯახი ოჯახის მართვა პარიკმახერი პატიოსნება პედიკური პერსონალური სადღეგრძელო პოლისჯოხი რჩევები ქმრებს რჩევები ცოლებს საბჭოთა იდიოტები სამოციანი წლები სანტა საპასუხისმგებლო პროფესია საყვარელი საშობაო სურვილები სექსი სტერეოტიპები სტილისტი სუროგატი დედა სუფრა ტუალეტი უელბეკის სირი უსექსობა ფსიქოლოგიური განვითარება ქართველი მმმ-ები ქართული სუფრა ქართული შმარკეტინგი ქართული შმიზნესი ღალატი ყველაფერი ყირამალა შავი ღვინო შავტრაკა ბიჭები ცისფერი ელგუჯა ძიძა ხელზე კოცნა ხინკალი ჯეილოს ტაკო ”не рыба; не мясо"პოსთსაცავი
- ივნისი 2015 (2)
- დეკემბერი 2014 (1)
- ივნისი 2014 (1)
- დეკემბერი 2013 (2)
- ნოემბერი 2012 (1)
- სექტემბერი 2012 (1)
- აგვისტო 2012 (1)
- ივლისი 2012 (1)
- მაისი 2012 (1)
- აპრილი 2012 (1)
- მარტი 2012 (4)
- თებერვალი 2012 (1)
- იანვარი 2012 (1)
- ივნისი 2011 (2)
- აპრილი 2011 (5)
- მარტი 2011 (4)
- თებერვალი 2011 (2)
- იანვარი 2011 (7)
- დეკემბერი 2010 (5)
- სექტემბერი 2010 (7)
- აგვისტო 2010 (6)
- ივლისი 2010 (2)
ვუმასპინძლე
- 362,749 ტიპს :)
-
Join 460 other subscribers
ძალიან კარგი, რომ სალონში დადის. რატომ? ჩვენი მამაოები ისე არიან საკრალიზებულები, ჯობია დესაკრალილდნენ. კი, ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, უბრუნდებათ ფრჩხილები, ჰყავთ მეგობარი ქალები(ც), თვრებიან და ა.შ. და მერე, როცა ზოგიერთი მამაო აბსოლუტურად მიუღებელი რამისკენ მოუწოდებს მრევლს, იქნებ ადამიანები ბრმა შემსრულებლებად აღარ იქცნენ. მიხვდნენ, რომ მიწიერს ესაუბრებიან, რომელსაც ხანდახან შეიძლება რამე შეეშალოს კიდეც.
რაც შეეხება განმარტებას – ხელზე კოცნას – ეს მემანიკურეს აზრია. ხომ შეიძლება ადამიანი ესთეტი იყოს? თუ მიწით სავსე ფრჩხილები უნდა ჰქონდეს, რომ მისი რწმენის დავიჯეროთ.
რათქმაუნდა ვიცი, რომ ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ფჩხილები უბრუნდებათ. არც ის მომწონს, რომ ადამიანები ლუკმას არ იდებენ კურთხევის გარეშე და ამოსუნთქვა-ჩასუნთქვასაც ათანხმებენ და ნებართვას ითხოვენ.
ჩემი აზრით, არის განსხვავება მანიკურიან და უბრალოდ სუფთა, დაბანილ ხელს შორის. მაგ ლოგიკით, მამაოებს წარმატებით შეუძლიათ გაიკეთონ ეპილაცია, ფორმა მისცენ წარბებს, იარონ სპა სალონებში.. და აშ და აშ. მით უფრო, თუ მეგობარი ქალებიც უნდა ჰყავდეთ, ბარემ ღამის კლუბებსა და სტრიპტიზ ბარებშიც იარონ..
მითხარით, თქვენი აზრით, რა განსხვავებაა საერო და სასულიერო ცხოვრებას შორის? რისთვის არსებობს სასულიერო ცხოვრება და რა პრინციპებს ემყარება? რისთვის არის საერთოდ :) ოცთეთრიანები რომ ვყაროთ შემოწირულობების ყულაბებში?
მე არ მითქვამს, რომ სასულიერო პირებმა უნდა აკეთონ ეს ყველაფერი. მე ვთქვი – თუ აკეთებენ, ეს მათი საქმეა და თან ერთი კარგი შედეგიც მოაქვს– ადამიანებისთვის ისინი სიტყვაშეუბრუნებელი ავტორიტეტები იქნებ აღარ იყვნენ.
ჩემთვის კი სასულიერო პირი ის არის, ვისაც კარგად ესმის საგანი :) ანუ ერკვევა წმინდა წიგნში და შეუძლია დააკვალიანოს მორწმუნე (ოღონდ არა საკუთარი ინტერპრეტაციებით). და არა ის, რომ აიძულოს, დაამდაბლოს, არჩევანის საშუალება წაართვას… სასურველია, ცხოვრობდეს მოკრძალებული ცხოვრების წესით, რა თქმა უნდა.
ჩემი აზრით, ის სასულიერო პირები, რომლებიც არ იქცევიან შესაბამისად, ძალიანაც რო უნდოდეთ, აღარ უნდა იყვნენ სასულიერო პირები. აქ პედიკური და მანიკური მართლა არაფერ შუაშია, უბრალოდ, მეხამუშა იმის წარმოდგენა, რომ მამაოს ვირაც ქალი უზელდა ფეხებს და უხეხდა ქუსლებს. ჩემი აზრით მამაოსაც უნდა ეხამუშოს ასეთი რამე.. ქრისტე საკუთარ მოსწავლეებს ბანდა ფეხებს, მონანიე მეძავსაც დაბანა ფეხები.. ჩემი აზრით ცოტა არაკორექტულია ეს ამბავი, თორე, ანათემას რათქმაუნდა არ უნდა გადასცენ კაცი მანიკურის გამო.. :)
საკუთარ ინტერპრეტაციებს რაც შეეხება, გეთანხმები, ჩემს მეგობრებშიც არიან ისეთები, რომლებიც დასაქოქ რობოტებად აქციეს… არადა ჰგონიათ, რომ ყველაფერს საკუთარი სურვილით აკეთებენ.
კომენტარებისაგან თავს შევიკავებ.
არ ვიცი, იცით თუ არა, იტალიური, მაგრამ დინო რიზის მიერ გადაღებული 60-ანების იტალიის გენიალური სარკე. ერთ-ერთი ნაწყვეტი მისი ფილმიდან “ურჩხულები” (ამ ნაწყვეტის სათაური “ფრანცისკ ასიზელის ანდერძი”).
ფანტასტურია! მადლობა! :) თქვენის ნებართვით პოსტს დავურთავ!
იგივეს გაკეთებას ვფიქრობ, ფეისბუკში განვათავსო აქაური ერთ-ერთი ჩანაწერი. იმედია, თანახმა იქნები, თუ არადა, წავშლი
არა, პირიქით :)
მგონი, იტალიურის გარეშეც მიხვდებით ჩანახატს
გენიალურად ასრულებს ვიტორიო გასმანი. მისი “აი, აი, აქ”, “აი, აქაც, სულ ცოტა”, “აი, ამის შესწორებაც თუ შეიძლება, რადგან ამ პატარა დეტალებს დიდი მნიშვნელობა აქვთ”, “სათვალე შუქს ხომ არ აირეკლავს შემთხვევით?” და დალაქისადმი მსგავსი მიმართვები
სათვალე შუქს ხომ არ აირეკლავს, ეგ ნაღდად ვერ გამოვიცანი, მაგრამ ”იმპორტანტე” კი ვიცი რაც არის და არ გამჭირვებია გამომეცნო რა ხდებოდა..:) ზუსტად ის არის, რაზეც ვწერდი! ზუსტად!
წარბების შესწორება და “სინიორინა, ხელები, ხელებს დიდი მნიშვნელობა აქვთ ჟესტიკულირებისას”
ai ratom ar mesmis ratom unda amikrzalos asetma mamaom sharvlis tareba:(