Feeds:
Posts
Comments

არსებობს ასეთი ქართული სიტყვა ”ფასდაკლება” (გსმენიათ და გინახავთ.. ალბათ).
ფასდაკლება კარგი, პოზიტიური განწყობის მატარებელი სიტყვაა, იდეაში. თუმცაღა, ჩემთვის სიტყვები ”SALE” და “REDUZIERT” უფრო პოზიტიურად ჟღერს და აი, რატომ..

განვითარებულ ქვეყნებში (იქნებ განუვითარებლებსა და განვითარებადებშიც, ოღონდ საქართველოში არა) საქონლის მაღაზიებში შემოდინების სპეციფიკა ასეთია – ყოველი სეზონის დასაწყისში მარაგდებიან მომდევნო სეზონის ტანისამოსით!
მაგალითად, შემოდგომით მაღაზიებში ზამთრის კოლექცია შეაქვთ, ზამთარში გაზაფხულის, გაზაფხულზე ზაფხულის, ზაფხულზე შემოდგომის და ასე უსასრულოდ.
კლიენტს ეს საშუალებას აძლევს, მანამ შეიძინოს სასურველი სამოსი, სანამ უშუალოდ მისი არქონის ფაქტის წინაშე დადგება. ამ ამბის კიდევ ერთი პლიუსი ის არის, რომ მაგალითად, ზამთრის ტანისამოსს ზამთარში უკვე ფასდაკლებით შეიძენთ, ხოლო სეზონის მიწურულამდე თუ აითრევთ ფეხს, შეიძლება თითქმის დამზადების ფასად ჩაიგდოთ ხელში!
ფასდაკლება მინახავს 20 – 75 %-ანი! (უფრო დიდს ვერ ვიხსენებ (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მაღაზია იხურება ან რაღაც ამდაგვარი) და თუ არსებობს, შემისწორეთ)
თუ იკითხავთ, მაღაზიებს რა ხეირი მანდედანო, მოგახსენებთ – ის ხეირი, რომ სეზონის დასასრულს, საწყობში უმეტესწილად მხოლოდ წუნიანი საქონელიღა რჩება (დანარჩენი ყველაფერი ამოყიდულია), რომელსაც ტომრებში ტენიან და წონით ყიდიან (თავიდან იშორებენ). ამ ყველაფრის პარალელურად მაღაზია ახალი საქონლით ივსება, ისე როგორც გულის პარკუჭები სისხლით და ეს შემოდინება-გადინების პროცესი შვეიცარული საათს მექანიზმივით ზუსტად და სინქროულად მუშაობს.
და რა ხდება ამ დროს საქართველოში?
ვიტრინაზე ბევრგან და ხშირად ნახავთ თვალისმომჭრელ წარწერას – ”გრანდიოზული ფასდაკლება! 5 % – 20 %!”

WTF!

ხუთას ლარიან ქურთუკს რომ 475 ლარად იყიდი, თურმე ფასდაკლებაა!
თვეობით, წლობით უდევთ საქონელი მაღაზიებში და საწყობებში. ძველი არ იყიდება, არც ემეტებათ ფასდაკლებისთვის, ახალიც ვერ შემოაქვთ და არიან ასე, გაძეძგილები, გაჭედილები თავიანთ პატარ-პატარა ბუწიკებში! სად წაიღონ საქონელი არ იციან, ზოგს აზიან, ზოგი თავზე ადევთ! ზოგიც ავიწყდებათ, ისე აქვთ შეტენილი…
ძალიანაც რომ გინდოდეს, ვერ გაიგებ სად რა აწყვია, თვალები გიჭრელდება და ბოლო-ბოლო თავს ანებებ, გირჩევნია იქ წახვიდე, სადაც წესრიგი და სიხალვათეა.

………………………………………………..

შვიდი თვის ფეხმძიმედ ვიყავი, ერთ მაღაზიაში პაწაწინა ჯინსის კაბა ვნახე. სამოცი ლარი ღირსო, გამყიდველმა და ცივად გავუშვი ხელი (თქვენი არ ვიცი და მე მეძვირა).
ცხრა თვის იყო ჩემი ბაო, იგივე მაღაზიაში შევაბოტე და ჩემდა გასაოცრად ის პატარა ჯინსის კაბა ისევ იქ დამხვდა… იქნებ ფასმა დაიკლო-მეთქი და ოლოლო შენო, ვერ მოგართვითო, ისევ სამოცი ლარი ღირსო.
გავიდა კიდევ ერთი წელი და ეს კაბა ისევ იქ ეკიდა…
ერთხელაც, გამყიდველს გულწრფელად ვუთხარი – ხომ ხედავთ არ იყიდება, ფასს თუ გაანახევრებთ ახლავე ვიყიდი-მეთქი. იწყინა, ხო იცი – თავისი მყიდველი ამასაც გამოუჩნდებაო.
გაგიკვირებათ და, ის საყვარლობა ახლაც იქ კიდია… (მესამე წელია!!!)
ისევ სამოცი ლარი ღირს!
არადა, ჩემს ბაოს ნამდვილად აღარ მოერგება!

ოდესმე, შვილიშვილისთვის მაინც ხომ ვიყიდიიიიი! : )

……….

გულითადი რჩევა ქართველი შმიზმესმენებს – როცა რაღაც არ იყიდება (ერთი, ორი, სამი და აშ წელი) – დაუკელი, დალოცვილო ფასი, დაუკელიი!..
თუ მაინც არ გაიყიდება, კიდევ დაუკელი ცოტა.. კიდე და კიდევ!
და ასე მანამ, სანამ არ გაიყიდება!


თუ არადა, ჩამოიკიდე ერთ ადგილას და იარეე!

მუხრანის ლექსია, ასეთი -

”შეხედავ და – რა ბიჭები!
ტრფობით ველად გაიჭრები..
გაიცნობ და დაეჭვდები -
კაცუნები, ნაბიჭვრები!
ეჰ, ქართულო ჩემო გენო,
მგონი ცოტას დამიმჭლევდი!”

მუხრანიცა და მისი ლექსებიც ძალიან მიყვარს და ბევრი მათგანი წლებია ზეპირად მახსოვს. შეიძლება მთლად ზუსტად ვერ აღვიდგინე, რომელიც ზემოთ დავწერე, მომიტევეთ ამისთვის. უბრალოდ, გუშინ გამახსენდა და მერე ფიქრი ამეკვიატა – ნეტავი როგორი იყო-მეთქი ქართული გენი ზემოთხსენებულ დამჭლევებამდე?

ჩემი აზრით, რა ჩიტიც ახლა არის, ის იქნებოდა ადრეც (ახლა არ მცალია და მერე, ვეცდები დავასაბუთო, რატომ ვთვლი ასე)!

თქვენ როგორ გგონიათ?

დანნნნნო და ძმანნნნნო! ფშხხხხხხხხხ

მეგობრებო!

ეგზომ ძვირფასო თანამემამულენო!

მაპატიეთ, რომ დაგვიანებით გილოცავთ ახალი 2011 წლის დადგომას , თუმცა, ცოტათი მაინც მეპატიება, ჩვენი მეორე (”ზაპასნოი”) ახალი წელი ხომ ჯერ კიდევ წინ არის!

გისურვებთ ოცნებების ასრულებას, აიპოდებს, აიფონებს, ეპპლებს, სოლარიუმის უფასო ტალონებს, შანელის და ფერრეს ”კასწიუმებს”, ბიჭოლას ბალიშებიან თუ მარმაშებიან ფეხსაცმელებს, მაგარ ჯინსებს, ძერსკ რეიბანებს, დოლჩე და ბაბანას.. უი, პარდონ – გაბანას ტყავის ბომბერ ქურთუკებს, მუშკეტერების რაიდერ ჩექმებს თუ ბოტებს და აშ და აშ…

და აქვე გაგიმხელთ ერთ საიდუმლო რეცეპტს, მათ ვისაც გსურთ ივერია 2011-ში გაბრწყინდეს!

თქვენ გგონიათ განათლების რეფორმაში იმარხება ძღლის თავი? – არაამ!

ჯანდაცვაში? – არც აქ!

სამხედრო შეიარაღებასა და წვრთნაში? – ო, არა, არა!

მენტალიტეტის ცვლაში? – არა-მეთქიიი!

რუსეთში ან ამერიკაში? – ирунда! nonsense!

აიი….

  1. როცა ყველა ქართველი ”თოლია”-მამაკაცი წარბებს გამოიქნის-გაიკეთებს და გადაიცქუტუნებს;
  2. როცა ყველა ქართველი ნუკრის ფეხებ-ხელება გოგო თმებს ბოლო ღერამდე აიხევს, აიგლეჯს და აიპურწკნის;
  3. როცა ყველა ორდუნდულ-ნიკაპიანი პლაsტიკურს გაიკეთებს და ცალდუნდულნიკაპიანი გახდება;
  4. როცა ყველა ქართველი მანდილოსნის ტუჩები ბოტუქსით დაიბერება;
  5. როცა ყველა გასვეცკდება და ჩასვრილი შარვლით ივლის;
  6. როცა ყველა ქართველი მამაკაცი თავის ფოტოებს რომელიმე სოციალურ ქსელში გამოჭენებამდე ფოტოშოპით მაგრად დაამუშავებს;
  7. როცა სოციალურ ქსელებში ”ყველაზე ლამაზების და სიმპატიურების” პროფილების რაოდენობა 1 000 000 მიაღწევს -

ააიი, სწორედ მაშინ, სწორედ მაშინ გაბრწყინდება ივერია! ისე ძერსკად გაბრწყინდება, რო ლამის თვალები დაგვეფსება და დაგვეთხრება ყველას!

მანამდე, ნიფხვებიდანაც რო ამოვხტეთ, არ გვეშველება არაფერი!

ასე რომ, დანნო და ძმანნო, საყვარელო თანამემამულენო – ეშურეთ ზემოთხწსენებულის სისრულეში მოყვანას!

კეთილი სურვილებით,

სოციალური მხეცუნა

პი.ეს. ისაა, წლის შემაჯამებელი პოსტი რო არ დამიწერია, მაინდამაინ არც ვღელავ ამაზე, იმიტომ, რომ ვიცი არც დაგაინტერესებდათ დიდად და კიდეც რომ დაინტერესებულიყავით, მეეჭვება მაინც დამეწერა რაიმე ამის მსგავსი.

იმ ადამიანების რიცხვს არ თუ ვერ მივეკუთნები, რეალითი თუ სხვა სატელევიზიო შოუებით რომ არიან გატაცებულები. ეგ კი არა, ბოლო დროს საერთოდ უარი ვთქვი ტელევიზორის ცქერაზე.

სამაგიეროდ და მყავს, რომელიც უზომოდ არის შეყვარებული ამდაგვარ სანახაობებზე. მისი ბრიტანეთის სამეფოსადმი განსაკუთრებულ სიყვარულს ვაბრალებ იმას, რომ Britain got Talent და X-Factor-ის დიდი ფანია და მგონი სეზონი არ ჩაუგდია ჯერ.

მერე, დროდადრო ჩემთან მოდის და  მისი ფავორიტების (ან უბრალოდ, რაღაცით სხვებისგან გამორჩეული მონაწილეების) გამოსვლებს მაყურებინებს (ზოგჯერ ოჯახურ ძალადობასაც კი აქვს ადგილი, მაგრამ რას იზამ!).

შარშანდელი ”ა, ტალანტ”-ისათვისაც (თუ რაც იყო)  არ მიცქერია.  სამაგიეროდ, მახსოვს როგორ ალაპარაკდა ჩემს ირგვლივ ვიღაც ცაგერელი ქალის ფანტასტიურ გამოსვლაზე და ხმაზე. ”არ გინახავს?”, ”როგორ არ უყურე!”, ”ხალხი დაშოკა!”, ”ჟიური გადარია!” და მისთ…

მეც დავინტერესდი, ავდექი და ვუყურე. ვუყურე და დავფიქრდი. დავფიქრდი და მეს მერე ვფიქრობ…….

სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ქართული ჟიური განსაკუთრებით მარიონეტულია და კონკურსანტებს (ხშირ შემთხვევაში) ნიჭის მიხედვით კი არა, მაყურებლის გასართობად და მათთვის ესემესების დასაცანცლად ირჩევს (ის ტიტველა ქალიც კმარა ამის დასტურად. რა ერქვა?  ჩემთვის პირადად სიტიტვლე კი არა, მისი უნიჭო ცეკვა იყო გამაღიზიანებელი. ასე ხო ყველა სტრიპტიზიორშა ცეკვავს? გაცილებით უკეთესადაც კი!).

ეს  ცაგერელი ქალიც, მხოლოდ ანალოგიური საზღვარგარეთული შოუების მიბაძვისთვის და კოპირებისთვის იყო საჭირო (გვიჭირს ორიგინალობაში!). იყო ამის მაგალითი  Britain got Talent -ში, სადაც 2009 წელს სცენაზე გამოვიდა ვინმე 47 წლის სუზან ბოილი, სასაცილო, ბრეჟნევისწარბებიანი და ცოტა წვერ-ულვაშიანი ქალი, რომელიც ისე იქცეოდა, მარტო ჟიურიმ კი არა, მთელმა დარბაზმა მაგრად დასცინა და რომელსაც ბოლოს ისეთი ხმა ამოუვიდა პირიდან, რომ შოკში ჩაგდო აბსოლიტურად ყველა!

არ არის საჭირო ინგლისურის გადასარევად ცოდნა, უბრალოდ უცქირეთ.

რაც შეეხება გულნაზი გოლეთიანს, ჩემი აზრით არც ხმა აქვს განსაკუთრებული, შესრულება და ტექნიკაც ვერ იდგა მოწოდების სიმაღლეზე, ხმაც ”ნამეტნავად” უკანკალებდა და საერთოდ, ასე მღერის ყოველი მეორე სააბაზანოში, შხაპის მიღებისას!

აგე, ბატონო, კიდევ ერთი ადამიანი, მობილურების გამყიდველი, სასაცილო შესახედაობის ადამიანი, რომელსაც ოპერის მომღერლობა სურს და ჟიურის ცინიკური რეაქციაც არ აყოვნებს. მაგრამ, იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის…

და კიდევ ერთი 50 წლის ქალბატონი, მერი ბორნი, პირადად ჩემი ფავორიტი, ვისი შესრულებული ქოვერიც I Got Nothing, ტომ ჯონსის ორიგინალს მირჩევნია.

მე შეიძლება კიდევ დიდხანს, ან სულაც სიცოცხლის ბოლომდე დავრჩე გულგრილი ასეთი შოუების მიმართ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, სხვა თუ არა, ჩემი და მაინც გამაგებინებს, როცა საქართველოშიც გამოჩნდება ვინმე გ ა მ ო რ ჩ ე უ ლ ა დ ნიჭიერი და მეც სიამოვნებით დავტკბები მისით. მე თუ არა, თქვენც მაინც ხო დატკბებით.

ცისფერი ელგუჯას ბლოგი

გუშინ კარგი დღე მქონდა. მარცხჯვენა ფეხზე ავდექი ეტყობა. მარშუტკაში მძღოლმა თვალი ჩამიპაჭუნა. მართალია მამაჩემის ხნის იყო, მაგრამ სიმპატიურად გამოიყურებოდა. ის არ გავდა სხვა სუნიან მძღოლებს, ტიტველი ქალების სურათებს რო აიკრავენ შუშაზე.
ლექციების მერე, შაურმის რიგში ვიღაც სათვალეებიანმა ხელი დუნდულაზე მომიცაცუნა. ჯერ ნაცნობი მეგონა. რომ მოვტრიალდი, ძალიან თბილად გამიღიმა და ჩაიზე და კროასანზე დამპატიჟა თავისთან. საქმე მაინც არაფერი მქონდა რა და წავედით. გზაში ვილაპარაკეთ მთვარისა და პლანეტების ფაზებზე და ვიგრძენი, რომ შემიყვარდა. სახლში რომ მივედით, მთხოვა გავშიშვლებულიყავი და კროასანი ისე მეჭამა, თვითონაც გაშიშვლდა და მხატავდა, მხატავდა მგზნებარედ, მანამ, სანამ მზე არ ჩაესვენა.
მოუთმენლად ველოდები ახალი დღის გათენებას, ო, ნეტავ რას მომიტანს ის?

მაცაცუნა აცაცუნა ბაცაცუნას ბლოგი

დღეს ბანძი დღე იყო, ალგებრის მასწავლებელმა სავარჯიშოები მოგვცა 167-ე გვერდიდან 168 გვერდის ჩათვლით. აუ, რა გააკეთებს. შიგ ხო არ აქვს, რას ფიქრობდა, ამდენ საჯღაბნს რო გვატენიდა?
არადა, კინოში გვინდოდა მე და ეკო-ბეკოს და ანა-ბანას წასვლა. მაგარი ფილმი გადის ”ჩირქიანი პრიშიკის დაბრუნება”. მთავარ როლებს ჩემი უძაანმაგრესი საყვარელი მსახიობები ასრულებენ. დძან დძერსკია, დძძძძნ, უდძერსკულესი!
ამ მობილურმა კიდე ტვინი მოტყნა რა, ჩემა ლოვემ უნდა დამიმესიჯოს და დაჯდა რა აკუ. პასუხი თუ არ გავიგზავნე, უეჭველი იმ ბოზს, ტუტუშკას დაუმესიჯებს. არადა, რას გავს, ის უშნო, ის მახინჯი, ტრაკი არ აქვს, ძუძუ ჭიპამდე სთრევს.
აუუუ, რა ბანძი დღე მაქვს. თან ოთხშაბათია და მე ნაყინი ვჭამე, აუუ, რა გააკეთებს მეტანიებს კვირას!

ლესბიანკა ნუკრის ბლოგი

ვერ ვიტან არდადეგებს რა. ჩემი გოგო ლამზირა სოფელშია წასული, დედამისს ეხმარება პამიდვრის კრეფაში. მწიფე პომიდვრებივით ექნება პუტკუნა ლოყები დაკვასკვასებული! ასსე ემართება რო გახურდება. მაგარი ჯანიანია!
წაკუზულები კრეფენ ალბათ, თუ არ იკრიფება პომიდორი წაკუზული? რა ვიცი. ხანდახან მაინც არ წაიკუზებიან? კაი სანახავი იქნება, ერთი მეც უნდა წავყვე ოდესმე და ვუყურო.
დავდივარ ასე ერთი კვირაა, გალუმპული. არც კაცი ჩანს ჰორიზონტზე ნორმალური, არც ქალი.
წავალ, ისევ, ლამზირას ჩამოსვლამდე ახალ ბადრიჯანს ვიყიდი, თან აჯაფსანდალს გავაკეთებ, თან რამე და რუმე.

სთრაითი მაყვალას ბლოგი

გუშინ რა დებილობა დამემართა, მოკლედ. საჭმელს ვაკეთებდი და ამ დროს დარეკა ჩემმა მობილურმა. ვუპასუხე, ჩემი დაქალი იყო, ესაო-ისაო, მივყევით. ეს მობილი სახეს და ბეჭს შორის მოვიქციე და ხახვის დაჭრა დავიწყე, დრო რო არ დამეკარგა რა. ლაპარაკი რომ დავამთავრეთ, კაი, პაკა-მეთქი და დავიხედე და, ჩემი თითები და ხელის მტევანი არ მიმიყოლებია ხახვისთთვის? ალყა-ალყა დამიჭრია, აზრზე მოდი!
გადავირიე კინაღამ. ახლა კლინიკაში ვარ. კიდევ კარგი მარცხენა ხელია დაპოსტვა შემილია რა..
მაგრამ, ეს რა არის, ერთი თვის წინ მწვანილს ვჭრიდი. ჩემი ბიჭი მოვიდა და ზასაობა დამიწყო და რო მოვრჩით, გავიხედე და პენისი არ მიმიყოლებია მწვანილისთვის?! სუ წვრილ-წვრილად დამიკეპავს!
რა ვიცი, იმედი მაქვს, რომ მალე გამომწერენ.
რა მოუხერხებელი ვარ, რა! უჰ..

აი, ვერავინ რომ ვერ უგებს, აიმის ბლოგი

წუხელ ცუდ ხასიათზე ვიყავი. მინუს ხუთ გრადუს ყინვაში გავედი ქუჩაში, იქნებ გული გადავაყოლო-მეთქი ქუჩებში ხეტიალს. ხელში ფურცელი და კალამი მეჭირა, იქნებ მუზა მომაწვეს და რამე დავწერო-მეთქი! მაგრამ, შუა გზაში გამახსენდა, რომ რა ხანია კალმით არ მიწერია და თურმე წერაც დამვიწყებია!
იქვე ბარიდან ბიჭი გამოდიოდა. მე ისეთი მარტოსული ვიყავი იმ წამს, მომინდა ვინმე ჩამხუტებოდა და გავეთბე. მივედი და ვუთხარი ჩამეხუტე-მეთქი. გვერდით სადარბაზოში ჩამეხუტა და გამათბო და წავიდა. მე გზა განვაგრძე და ცოტა ხნის მერე მივხვდი, რომ პრეზერვატივი შიგ შეეტოვებინა იმ ნაბოზარს. ეს კაცები, ეს ზედაპირული ამფიბიები, არც ჩახუტება იციან და არც გათბობა, მარტო პრეზერვატივების ჩატოვება ეხერხებათ. პრეზერვატივი გამოვიძრე და სანაგვე ურნისკენ გადავაგდე, მაგრამ ურნას ასცდა და იქვე დავარდა. ეცა ქუჩის მაწანწალა ძაღლი და გადაყლაპა. მოკვდება ის ძაღლი და ყველაფერში ის ბიჭი იქნება დამნაშავე.
მე ისევ მციოდა. სალობიეს ჩავუარე. ვიღაც ტიპები სვამდნენ. მე ისევ მომინდა ვინმეს გავეთბე და ჩავედი და მივუჯექი. 3 ლიტრი ღვინო დამალევინეს. დიმედროლიანი იყო და ვერ გავიგე როგორ გამათბეს. რომ გავიღვიძე ისევ მციოდა.
ახლა მივდივარ და იქნებ ვინმე ლუდიანი დავინახო, რომ გამათბოს და პახმელიიდან გამომიყვანოს.
ეშმაკმა დალახვროს ჩემი სულის ბნელი ლაბირინთები!

ჩემო ელგუჯა, ჩემო ნუკრი, აცაცუნა მაცაცუნა, ლამზირა და ვერავინ რომ ვერ უგებს, აი იმანო – ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ ყველანი ბედკრული უორდპრესის შვილები ვართ! :) :)

თუ არ ვცდები მეცხრე ”დ” კლაში ვსწავლობდით მე და ჩემი მეგობარი, მავანი დ.კ რომ ჩვენს კლასში გადმოვიდა. რაღაც უცნაური ტიპი იყო, ასაკიანი კაცის სახე ჰქონდა და უცნაურად კაუჭა ცხვირი. არც დამეგობრებია არავის და არც მტრად მოუკიდებია ვინმე. მოკლედ, ”не рыба; не мясо”-ოო, რომ იტყვიან, ასე იყო.

ერთხელაც, რაღაც უფასო კონცერტზე წავბოდიალდით, იქ შემთხვევით დ.კ-ს გადავეყარეთ და რახან ერთ უბანში ვცხოვრობდით, ფეხით ერთად მოგვიხდა შინ დაბრუნება. რას იზამ, დრო იყო ასეთი, არც ავტობუსები, არც ”მარშრუტკები”.. ტაქსი შეიძლება კი იყო, მაგრამ, მაგის ფული არ გვექნებოდა!

იმ საღამოს მერე დავმეგობრდითსავით. რომ გითხრათ ფიცვერცხლს ვჭამდით და მშვიდობის ყალიონს ვაბოლებდით-მეთქი, ტყუილი იქნება. უბრალოდ, გაცილებით უფრო კარგი ურთიერთობა გვქონდა, ვიდრე სხვა, კლასელ ბიჭ-ბუჭებთან.

მუსიკა უყვარდა. ერთხელაც, შინ მიგვიპატიჟა – უახლეს კომპოზიციებს მოგასმენინებთ, ისეთებსაც კი, ჯერ რომ არ არის, მაგრამ, მალე გაჰიტდებაო.
მისი სახლი, რომელსაც დროდადრო ვსტუმრობდით, ”დაფსებულ და დაჭუტულ” ოთხმოცდაათიანებში პატარა ოაზისივით მახსენდება. პატარა, ლამაზ ქუჩაზე ცხოვრობდა, პატარა, ლამაზ სახლში. ის ოთახი, სადაც ჩვენ სამნი ვისხედით, მეორე სართულზე იყო. ჭერამდე მიჭედებულ ”ჩეხური” თაროები წიგნებით იყო გაძეძგილი, ჰქონდა ”კომოდი” სავსე კასეტებით, ძველისძველი ფირფიტებით და სიდი დისკებითაც კი (რაც დიიიიდი იშვიათობა იყო მაშინ) და ძალიან კარგი სტერეო სისტემა, უზარმაზარი დინამიკებით.
ვიჯექით რბილ სავარძლებში, ვხვრეპდით დედამისის მოხარშულ თურქულ ყავას და ვუსმენდით კარგ მუსიკას!
აი, სულ ეს იყო.

სტუდენტობის დროს იმდენად ხშირად ვეღარ ვხვდებოდით. ერთხელ, მახსოვს, საკუთარი როკ-ბენდის რეპეტიციაზე მიგვიპატიჟა, ერთ-ერთი გაქუცული ინსტიტუტის დაცხავებულ ოთახში. ნიჭიერი ბავშვები ჩანდნენ, უნდოდათ მუსიკას გაჰყოლოდნენ, სამომავლო გეგმებზე ხმამაღლა ლაპარაკოდბდნენ და ოცნებობდნენ.

მერე მე საქართველოდან წავედი და კარგა ხანს მის შესახებ არც არაფერი გამიგია და რომ არ მოგატყუოთ, დიდად არც გამხსენებია. საქართველოში ჩამოსულმა, I სტერეო-ზე შემთხვევით ვნახე მისი ბენდის კლიპი და გამიხარდა, რომ ჯგუფი ჯერ კიდევ არსებობდა.

ამის მერე კიდევ რამოდენიმე წელი გავიდა. ოჯახს ”მოვეკიდე” (რა სიტყვაა!), ბავშვები შემეძინა და მის შესახებ ისევ არც არაფერი გამეგო და არც გამხსენებია. ამასობაში ეს ტვინის ბურღი სოციალური ქსელები გახდა ფრიად აქტუალური და ნელ-ნელა ძველი კლასელების, მეგობრების და უბრალოდ ნაცნობების გამოქექვა დავიწყე. ერთხელ, რაღაც საიტზე წავიკითხე, მავანი დ.კ რადიო ”…….. ………..”-ში მუშაობსო. ჰოდა, პირწიგნაკზე ამ რადიოს პროფილს, ჯგუფსა თუ გვერდს მივწერე შემდეგი:

“01 December at 16:16
დ.კ-ს ვეძებ :) ხომ არ იცით სად ვიპოვნო? ”

”01 December at 19:05 Report
დ.კ. ჩემი მეუღლეა,მაგრამ არავინ ძველ კლასელთან ან კურსელთან არ სურს დაკავშირება და საერტოდ საუბარი, ასე რომ ვერ იპოვით :) ”

”01 December at 19:12
რა საინტერესოა :)) ჩვენ კარგი მეგობრები ვიყავით. ყოველ შემთხვევაში, მე დ. გვარიანად დამეხმარა მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში :)
მომიკითხეთ.
ბედნიერად! ”

”01 December at 19:22 Report
დ.-მ ახლა მითხრა რომ საერთოდ არ მახსოვს ვინაა და კარგად იყოსო. ბედნიერად თქვენც”

”01 December at 20:17
მოიცა, ბარემ დავაზუსტებ (თორე უკვე ეჭვი გამიჩნდა რო ჰალუცინაციები დამეწყო) – …….. გიმანზიაში არ სწავლობდა?? და ცხოვრობდა ………. გამზირიდან იყო ჩიხი, ქუჩის სახელი ზუსტად არ მახსოვს. ჰყავდა მეგობარი და მეზობელი გ.ი.
თუ მეშლება, მე ბოდიში და თუ ეს ყველაფერი ასეა და მაინც არ ვახსოვარ, ვერ ყოფილა მთლად კარგად საქმე :):) ”

”02 December at 08:02 Report
მოდი რა შეეშვი ხალხს, რომელსაც აღარ ახსოვხარ. კარგად ”

ბოლო შეტყობინება რომ მივიღე, თან აღმოვაჩინე, რომ დავუბლოკივარ კიდეც. მეც ავდექი და მეგობრის პროფილიდან მივწერე, იმკურნალე-მეთქი, თუ რაღაც ამდაგვარი.

ჩემი დასკვნა კი ასეთია:

1. მისი ცოლი არის პათოლოგი და საჭიროებს გამოკვლევასა და მკურნალობას; ან
2. ჩემს ყოფილ კლასელს მართლა გაქანებული სკლეროზი აქვს; ან
3. ჩემი ყოფილი კლასელი გაურკვეველი მიზეზების გამო სერიოზულად გამოქლიავებულა (ლაითად ვაფასებ!).

დასასრულს, ჩვენი ძველი, ტკბილი მოგონებების და იმ პატარა ოაზისის პატივსაცემად, ვუსურვებ ტკბილად შეაბერდეს საყვარელ მეუღლეს და სულითა და გულით ვუძღვნი სიმღერას ”თოვლიანი მთები” :) :) :)

მარკეტინგი (ინგლ. marketing < market „ბაზარი“) — სოციალური და მმართველობითი პროცესი, რომელიც მოწოდებულია გაცვლის მეშვეობით ადამიანთა საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისაკენ.

მატკეტინგი მიმართულია მოგების მიღების მიზნით ბაზრისა და კონკრეტულ მომხმარებელთა მოთხოვნილებების შესწავლასა და ამ მიზნით წარმოებულისაქონლის დამომსახურების ორიენტაციის სამომხმარებლო მოთხოვნის ფორმირების,სტიმულირებისა და გაყიდვის გაფართოებისაკენ.
იმის გამო,რომ ადამიანები სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონებში თუ კლიმატურ პირობებში ცხოვრობენ, განსხვავებულია მათი ზნე-ჩვეულებები, მოთხოვნილებები. მარკეტოლოგები ცდილობენ გამოავლინონ მომხმარებელთა ჯგუფები, რომლებიც დადებითად განეწყობიან მათი პროდუქციისადმი და შემდეგ იმოქმედონ ამ მომხმარებლის ჯგუფის ინტერესების სასარგებლოდ.

სწორი მარკეტინგული სტრატეგიის შერჩევის მიზნით აუცილებელია კარგად შევისწავლოთ ადამიანის საჭიროება, რომელიც თავის მხრივ განსაზღვარვს მოთხოვნილებას, ხოლო მოთხოვნილება წარმოშობს გარკვეულ მოთხოვნას ბაზარზე.

ბლა-ბლა ბლა…
ეს ამონარიდები ვიკიპედიამ შემომაშველა. მე დიდი სპეციალისტი არ გახლავართ ამ სფეროში, მხოლოდ სამთვიანი კურსი გამივლია ამ თემასთან დაკავშირებით და ისიც მხოლოდ იმისთვის იყო საკამარისი, რომ წარმოდგენა შემექმნა მარკეტინგზე და მივმხვდარიყავი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია გაიგო რა და როგორ სურს კლიენტს და მაქსმიმალურად დააკმაყოფილო მისი მოთხოვნები! ან შეიძლება სულაც არ დააკმაყოფილო, მაგრამ აფიქრებინო მაინც, რომ დაიკამყოფილა…

მოკლედ, ქართულ შმიზნესზე პოსტის დაწერა გადამაწყვეტინა ჩემი პირწიგნაკელი მეგობრის მონათხრობმა, თუ როგორ დატოვეს თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში ოთახის გარეშე და დიდი დავიდარაბის შემდეგ დააწვინეს იატაკზე დაგებულ ლეიბზე!

სურათების ბეჭდვა ჭიქებზე

ამ წარწერას ხშირად შეხვდებით უკვე თბილისის ქუჩებში. მეც მომჭრა თვალი და ერთ მშვენიერ დღეს, გადავწყვიტე გამეხარებინა ჩემი და ჩემი ქმრის მშობლები ჭიქებით, რომლებზეც მათი საყვარელი შვილიშვილების ფოტო იქნებოდა აღბეჭდილი. შევარჩიე შესაფერისი სურათი და გამოვცხადდი შესაბამის ადგილას. ფასმა ცოტა კი დამაფიქრა (15 ლარი ერთი ჭიქა! არადა, ჭიქა საკმაოდ მდარე ხარისხის კერამიკის გახლდათ, ლამის ნახევარი კილო იქნებოდა ერთი ცალი. გაცილებით უკეთესი მასალის ჭიქას, ნაირ-ნაირად გაფორმებულს თავისუფლად იყიდით 1-5 ლარის ფარგლებში), მაგრამ, წარმოვიდგინე რა, როგორი სასიამოვნო დასალევი იქნებოდა ჩაი ან ყავა, თუნდაც უბრალოდ წყალი შვილიშვილებიანი ჭიქით, უკან არ დავიხიე და 30 ლარი ჩავუთვალე მენეჯერს, გამყიდველს, კონსულტანტს თუ ვინც იყო. ორიოდე დღის შემდეგ ჭიქებს მივაკითხე და დიდი ზარ-ზეიმით მივართვი მშობლებს.
დედამთილმა მითხრა – ამას ”სერვანდში” გამოვდებ, რეცხვისას არ დაზიანდესო! რას ამბობ-მეთქი, შევიცხადე, ამდენი ფული განა იმისთვის გადავიხადე, რომ სურათი ჩამოირეცხოს, ეგრე ხო მეც მივაკრავდი-მეთქი!
მოკლედ, ჩამოირეცხა და თან როგორ ჩამოირეცხა! როგორც 50 თეთრიანი ”სტიკერი” ისე აეცალა ჭიქას!
არადა, ჯანდაბას ის 15 ლარი. უბრალოდ, ვფიქრობ, ის რომ ხარისხიანი ყოფილიყო, ფასის მიუხედავად, ალბათ ჩემთვისაც შევუკვეთავდი ერთ-ორ ცალს, სხვებიც ნახავდნენ, მოეწონებოდათ, მკითხავდნენ სად გააკეთეო, ისინიც შეიძენდნენ და ასე შემდეგ…
ნათქვამია, ერთ კმაყოფილ კლიენტს ოცი ახალი კლიენტი მოჰყავსო (ოცი თუ არა, სამი, ოთხი ან ხუთი მაინც..), ხოლო უკმაყოფილო – ოცს გაკარგინებსო (ოცს თუ არა, ორ, სამს, ან ჰაჰა – ხუთს მაინც!)…

ვიქნები რა, მისტიური მომხმარებელი!

რამოდენიმე დღის წინ აფთიაქში შევედი, მედიკამენტების და კიდევ რაღაც-რუღაცეების შესაძენად.
ფარმაცევტმა გოგონამ ორი საათი უკირკიტა კომპიუტერს სანამ ჩემს წამლებს გაატარებდა. დასახმარებლად კოლეგა მოვიდა. რის შემდეგაც კიდევ ორი საათი ორივემ ერთად უკირკიტეს კომპიუტერს. ამასობაში, მოთმინებით ვიდექი დახლთანდა კედელზე გაკრულ მრავალრიცხოვან სიგელებს და სერთიფიკატებს ზანტად ვათვალიერებდი.
რათქმაუნდა, არ დავასახელებ რა ფირმის აფთიაქი იყო, თუმცა ავღნიშნავ, რომ ამ ფირმის აფთიაქები ათობითაა თბილისში და სააკმაოდ პრესტიჟულად ითვლება. ზემოთხსენებულ, ჩემს მარკეტინგულ სამთვიან კურსებზე, ლექტორი გვიყვებოდა მისტიურ მომხმარებლებზე და აღნიშნა, რომ ეს ფარმაცევტული კომპანია საკმაოდ ხშირად იყენებდა კვლევის ამ მეთოდს საკუთარ ქსელში წესრიგის და დისციპლინის გასაკონტროლებლად (სავარაუდოდ, ეს იყო ოდესღაც!).
ვიდექი დახლთან და ვიფქრობდი, მე რომ მე არ ვიყო და და მისტიური მომხმარებელი ვიყო, ხომ დაერხათ ორივეს მეთქი და რატომღაც მომინდა მათი მკერდზე მიბნეული სახელები ამომეკითხა – სახელები არადა, განსაცფიბრებლად ჭუჭყიანი, ოდესღაც თეთრი ხალათები კი შემრჩა! იდაყვები, მაჯები, შესაკრავები – ყავისფერი! ერთ-ერთ მათგანს, მოზრდილი ბროშისოდენა ცხიმის ლაქა ზედ გულზე ეწუწა!
გული ამერია და თვალი მოვარიდე. როგორც იქნა ჩამილაგეს წამლები და წამოვედი. შინ მოსულმა აღმოვაჩინე, რომ ოთხიდან ორი მედიკამენტი პარკში არ იდო. იძულებული გავხდი აფთიაქში დავბრუნებულიყავი (რომელიც ახლო ნამდვილად არ იყო!) და წამლები წამომეღო!

გაუშვი ხელი, მყიდველი არ ხარ შენ!

ეს ფრაზა ბევრს გაგიგიათ ალბათ, ვინც ე.წ. ბუწიკებში სიარულით არ ხართ განებივრებული! ბაზრობაზე აღრენილი ადამიანის ნახვა არ მიკვირს, ზამთარ-ზაფხულ, სიცივესა და სიცხეში ნახევარ კვადრატულ მეტრზე დგანან ფეხმოუცვლელად, დამწვარ ზეთში შემწვარ ”პერაშკებს” ჭამენ, წყალწყალა ყავას აყოლებენ და გაწეული შრომის ადექვატურ ანაზღაურებას მაინც ვერ ღებულობენ. ბევრს ცხრა კლასის განათლება არ აქვს, ბევრს წითელი დიპლომი უდევს შინ, მაგრამ მაინც არ ესმის, რომ რაც არ უნდა იყოს, არ შეიძლება კლინეტის ლანძღვა და გინება, რომ ამით თავადვე ზარალდებიან..
მაგრამ, სამწუხაროდ, თბილისის (განა მარტო თბილისის) ბევრ სავაჭრო ცენტრებში არსებულ პატარ-პატარა მაღაზიებში ხშირად შეხდებით აგრესიულ და გაღიზიანებულ გამყიდველებს. ერთხელ კაბებს ვათვალიერებდი და მოულოდნელად საკიდი (მხოლოდ საკიდი) გამიცურდა ხელიდან. ის-ის იყო დავიხარე ასაღებად, რომ გამყიდველი, საკმაოდ სიმპატიური, ახალგაზრდა გოგონა ქორივით დამაცხრა და საკიდი ისე წამგლიჯა ხელიდან, ლამის თითები წამაცალა. არ მახსოვს რა, მაგრამ რაღაც უხეშად ვუთხარი და გამოვედი. გარკვეული დროის შემდეგ, როცა მიკროავტობუსში ვიჯექით, ჩემმა დამ, რომელიც თან მახლდა, მითხრა, როცა გამოვედით, იმ გოგომ ”შე დებილო”- მოგაძახაო.
ერთი გაფიქრება, ვიფიქრე, დავბრუნდები, იმ მაღაზიის მფლობელს ვიკითხავ და ვეტყვი, რა ხვითოც უზის-მეთქი, მაგრამ, მერე დამეზარა და ის გოგო, შეიძლება ახლაც ისე ცოფავს კლიენტებს…

ისე, მე თუ მკითხავთ, უკეთესი სიტუაცია არც ”გლამურულ ბუწიკებშია”. შესვლას ვერ ასწრებ, რომ მაშინვე მოვარდებიან – დახმარება ხომ არ გნებავთო და მერე, სულ ერთია დახმარება გნებავს თუ არა, კუდში დაგყვებიან და ორბის მახვილ მზერას არ გწყვეტენ. თქვენი არ ვიცი და, მე ისე მეხამუშება ეს მზერა, ვდილობ ასეთ მაღაზიებში ან არ შევიდე, ან ძალიან სწრაფად გავეცალო იქაურობას.

მოკლედ, ცხადზე ცხადია, რომ ქართველი შმიზნესმენების დიდი ნაწილისათვის ცნობილი ფრაზა ”კლიენტი მუდამ მართალია” არ ჭრის!

მოკლედ, ძალიან რომ არ გამიგრძელდეს სიტყვა, ამჯერად ამით მოვრჩები, თუმცა, მოგვიანებით კიდევ დავწერ ამ ”ამოუწურავ” თემასთან დაკავშირებით (სეილები, ანუ ფასდაკლებები ქართულად, გაუცინარი ოფიციანტები და გამყიდველები და აშ და აშ), თუ და როცა არ დამეზარება.

დასასრულს, იხილეთ ბორატისა და მართვის მასწავლებლის და ბორატისა და მასაჟისტის დიალოგი – კლასიკური ნიმუში კლიენტის სწორად მოპყრობისა!
თქვენც უყურეთ, ქართველო შმიზნესმენებო და აყურებინეთ თქვენს ხელქვეითებსაც! :)

სამწუხაროდ, მინდოდა დამედო ბორატისა და მანქანების გამყიდველის დიალოგი და ვერ ვიპოვნე იუტუბზე. არადა, ყურებად ნამდვილად ღირს :)

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 448 other followers

%d bloggers like this: